x
BMW-ს შეფი სცენაზე წაიქცა! ექიმები მიზეზებს იკვლევენ

imageBMW-ს ახალი შეფი ჰარალდ კრიუგერი ფრანკფურტის ავტოშოუზე, პრეზენტაციის დროს მოულოდნელად წაიქცა. ექიმები მიზეზებს იკვლევენ
ეს იყო მისი პირველი გამოსვლა ასეთ მასშტაბურ ავტოშოუზე - BMW-ს ბოსის რანგში. მაგრამ ბავარიული ავტოგიგანტის ახალმა შეფმა, 49 წლის ჰარალდ კრიუგერმა სცენაზე მხოლოდ რამდენიმე წუთი ილაპარაკა, მერე კი, მოულოდნელად დაეცა! როგორც გაირკვა, სისხლის მიმოქცევის პრობლემა შეექმნა.BMW-ს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კრიუგერი ახლახან დაბრუნდა მივლინებიდან, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ქვეყანა მოიარა. კოლაფსიდან რამდენიმე წამში, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მასთან გაჩნდნენ, BMW-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე წამოაყენეს და ექიმებსაც უხმეს. მოგვიანებით, BMW-ს პრესსამსახურის უფროსმა მაქსიმილიან შიობერლმა განაცხადა, რომ კრიუგერის მდგომარეობა სტაბილურია და საგანგაშო არაფერია.

image




”ექიმების გადაწყვეტილებით, ჰერ კრიუგერი ყველა შეხვედრას გადადებს და სახლში დაბრუნდება. მას დასვენება სჭირდება! რაც მთავარია, ექიმებმა მძიმე ავადმყოფობა გამორიცხეს და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი სტრესისა და გადაღლილობის ბრალია, ” - ეს სწორედ შიობერლის სიტყვებია. მისივე თქმით, კრიუგერი დილიდანვე ვერ გრძნობდა თავს კარგად, მაგრამ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ფრანკფურტის ავტოშოუზე სიტყვით გამოსვლა, რომ უარი არ თქვა.

imageაქვე ვთქვათ, რომ ჰარალდ კრიუგერი BMW-ს შეფად 5 თვის წინ დაინიშნა და უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან მისი წინამორბედის, ნორბერტ რაიტჰოფერის ხელში ბავარიელებმა გაყიდვებში არაერთი რეკორდი დაამყარეს და BMW-მ უდიდესი პროგრესი განიცადა. ფრანკფურტის ავტოშოუზე, სხვა სიახლეებთან ერთად, კრიუგერს საზოგადოებისთვის პირველ რიგში ახალი ”მეშვიდე სერია” უნდა წარედგინა.





0
121
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0