სიახლეები
Ferrari 488 GTE სუპერ ავტომობილი
2015, 10 სექტემბერი, 23:57
პაპარაცების ობიექტივში აღმოჩნდა Ferrari 488 GTE -ს ფოტოები. შეგახსენებთ, რომ ეს არის სუპერქარ Ferrari 488 GTB -ს სპორტული ვერსია. როგორც მოსალოდნელია, ამ მოდელის დებიუტი მოხდება 2016 წლის ბოლოსთვის. ავტომობილს აქვს 3.9 ლიტრიანი ძრავი. იგი შეამჩნიეს იტალიაში გამართულ ტესტებზე. კამუფლაჟის მიუხედავად ადვილი შესამჩნევია, რომ ავტომობილმა მიიღო უფრო აგრესიული გარეგნობა და მოზრდილი უკანა ფრთა.