x
ახალი Toyota Hilux: პირველი ოფიციალური ფოტოები და ცნობები
image”ტოიოტამ” პიკაპი ”ჰაილუქსი” პირველად 1968 წელს გამოუშვა . თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ 16 მილიონზე მეტი Toyota Hilux-ია გაყიდული და იმის დროც დადგა, რომ იაპონელებმა ტაილანდში Hilux-ის ახალი, რიგით მერვე თაობა წარმოგვიდგინეს.





მწარმოებლის თქმით Toyota Hilux მცირე და საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია. ახალი ”ჰაილუქსიც” ხელმისაწვდომია როგორც ერთი, ასევე ორმაგი კაბინით.


image












ახალი Hilux დიზელის განახლებულ ძრავებს მიიღებს. ნაცნობი 2, 5 და 3-ლიტრიანი ძრავების ნაცვლად, მომდევნო Hilux-ებში 2, 4 და 2, 8-ლიტრიან აგრეგატებს ველოდებით. იაპონელებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ სიმძლავრე არ დაკლებოდა, სამაგიეროდ, ძრავები უფრო ეკონომიური იქნება.image















● Hilux 2.4 MT: 2, 4-ლ. 4-ცილინდრიანი ტურბოდიზელი, 166 ცხენის ძალა, 343 ნმ, 5-საფ. მექანიკა.
● Hilux 2.4 AT: 2, 4 ლ. 4-ცილინდრიანი ტურბოდიზელი, 162 ცხენის ძალა, 400 ნმ, 6-საფ. ავტომატიკა.

● Hilux 2.8 AT: 2, 8 ლ. 4-ცილინდრიანი ტურბოდიზელი, 176 ცხენის ძალა, 450 ნმ, 6-საფ. ავტომატიკა.

image

0
250
1-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0