პროფილაქტიკა თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა – 5 უნიკალური მეთოდი 2015, 15 სექტემბერი, 19:35 თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან საჭირო პროცედურაა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი მდგომარეობა მთელი რიგი დაავადებების დროს – კისრის ოსტეოქონდროზიდან დაწყებული ათეროსკლეროზით დამთავრებული. სისხლძარღვების რეგულარული გაწმენდა გაგათავისუფლებთ ისეთ ჩივილებისგან, როგორიცაა თავის ტკივილები და სიმძიმის შეგრძნება თავში. ამასთან, პოზიტიურად იმოქმედებს მეხსიერებასა და თქვენს გუნება-განწყობილებაზე. სტატიაში წარმოგიდგენთ თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 ძალიან ეფექტურ და გამოცდილ რეცეპტს. პირველი მეთოდი: თაფლი და კაკალი
მეორე მეთოდი: ხახვი და თაფლი 1/3 ჭიქა ხახვის წვენი შეურიეთ ერთ ჭიქა ნატურალურ თაფლს. მიიღეთ სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ 1 ჩ/კ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ის არა მარტო ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, ასევე აძლიერებს იმუნიტეტს.
მესამე მეთოდი: ნატურალური წვენები
მეოთხე მეთოდი: ოროვანდის ნაყენი თერმოსში ჩაყარეთ 10 გრ. ოროვანდის ხმელი ფესვები და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 8-10 საათი, გადაწურეთ და დადგით გრილ ადგილას. მიიღეთ 4 ს/კ სამკურნალო ნაყენი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი მოიცავს ერთ თვეს. მეხუთე მეთოდი: სასარგებლო პროდუქტები ორგანიზმის სრული გაჯანსაღებისა და სისხლძარღვების გაწმენდისთვის ყოველდღე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიირთვათ ერთი მანდარინი, ერთი მუჭა ქიშმიში და ნიგოზი, 15 – 20 წუთის მერე მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი 1 ჩ/კ თაფლთან და ერთ ნაჭერ ლიმონთან ერთად. 10 - 15 წუთის გასვლის შემდეგ კი შეგიძლიათ საუზმეს შეუდგეთ.
8254 9-ს მოსწონს
|