x
image
natia.a
"ტალახს ნუ იყენებ ციციკორე, ღმერთმა ტალახიდან აგიყვანა"- პეტრე კოლხის შთამბეჭდავი ლექსი
image
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი, ერისკაცობაში პაატა კვარაცხელია, წარმოშობით წალენჯიხიდან გახლავთ. მას 15-მდე წიგნი აქვს გამოცემული. აქედან 12 ლექსების კრებულია, ერთი - პუბლიცისტიკა, ერთი-სამეცნიერო ნაშრომი და ერთიც- ტერენტი გრანელზე დაწერილი წიგნი, რომლის წინასიტყვაობის ავტორი და რედაქტორი თავადაა.


image
შეგახსენებთ, რომ პეტრე კოლხმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მდინარეზე გადაღებული შვილის ფოტოები გამოაქვეყნა, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და ბევრმა გაკიცხა სასულიერო პირისათვის შეუფერებელი ამგვარი თამამი ქმედებსთვის.



დღეს კი, 15 სექტემბერს, მამა პეტრემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა საკუთარი ლექსი, სახელწოდებით "ციციკორე", რომელიც აშკარად ეხმიანება მისი და მისი შვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ალბათ არა მხოლოდ მათ...


ციციკორე



ტალახს ნუ იყენებ ციციკორე,
ღმერთმა ტალახიდან აგიყვანა,
ნუღარ მოედები ღობე-ყორეს,
ვინ რა დაგიშავა ამისთანა...
ფრთებს ნუ დაულეწავ ციციკორე,
მაინც ანგელოზი რჩება ანგელოზად...
შენ ვინ გეკითხება ცოდვის მორევს,
შენი სიძულვილით მთებიც შეიმოსა...
სულში ჩაიხედე ციციკორე,
იქნებ დაანებო ყველას თავი,
თუ ფრთებს ანგელოზი შეისწორებს,
ზღვარს ნუ დაუწესებ წყაროსავით...
ტალახს მოარიდე შენი მზერა,
ისევ შენთვის არის კარგი თორემ,
სადმე დაგეწევა ბედისწერა,
და ძირს გამოგათხრის ციციკორე

0
703
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
703
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0