სამწუხაროდ დღეს რუსთავში საზარელი ფაქტი დაფიქსირდა. დაახლოებით 12 საათზე, გმირთა მემორიალის კარკასს შეასკდა. ავტომობილის მძღოლი, რომელიც 27 წლის იყო, ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ავარიის მიზეზი თვითმკვლელობაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის მამაკაცმა შეჯახებამდე შეყვარებულს დაურეკა და დაემშვიდობა.
რუსთავში დაახლოებით 12 საათზე, გმირთა მემორიალთან ავარია მოხდა. "ინფო რუსთავი" იუწყება, რომ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომობილი გმირთა მემორიალის კარკასს შეასკდა. 27 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ავარიის სავარაუდო მიზეზი თვითმკვლელობაა, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შეჯახებამდე შეყვარებულს დაურეკა და დაემშვიდობა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ეს სამჯერ გამეორებული ერთიდაიგივე ტექსტი რა ამბავია დიდი სტატია უნდა გამოჩნდეს ასე?