დიეტოლოგია ყველაზე მარტივი და ყველაზე ეფექტური დიეტა მინიმალური აკრძალვებით 2015, 14 სექტემბერი, 1:50
კვების რაციონი უნდა გავამდიდროთ ძირითადად ხილით, ბოსტნეულით, მოხარშული ხორცით, მოხარშული თევზით, მოხარშული კვერცხით, თხილით ან ნიგვზით, ქათმის და ინდაურის ხორცით, კიტრით, პომიდვრით და შესაბამისად ვამცირებთ ალკოჰოლს, შაქარს და ტკბილეულს.ნებისმიერი კერძი უნდა იქნას მოხარშული და არავიტარ შემთხვევაში შემწვარი.
გარდა ამისა, ლიმონისგან დამზადებული ე.წ. სასმელი, რომელსაც თავად ვამზადებთ დღის განმავლობაში სამჯერ უნდა მივიღოთ ჭამამდე 1 საათით ადრე. ე.ი. დილით უზმოზე ცხელ წყალში ჩაწურული ლიმონის ნაყენი, შემდეგ კი პირველ დღეს 200 გრამ წყალში ვხსნით ნახევარ ლიმონის წვენს, მეორე დღეს ერთი ცალი ლიმონი მთლიანად მოვიხმაროთ, მესამე დღეს ერთ ნახევარი ლიმონი გამოვწუროთ, მეოთხე დღეს 2 მთლიანი ლიმონი და ასე ვაგრძელებთ მანამ, სანამ მეხუთე ლიმონზე არ ავალთ. შემდეგ იწყება უკუსვლა ანუ ხუთიდან ოთხ ნახევრამდე, ოთხი, სამ ნახევარი, სამი და ბოლო დღე 200 გრამ წყალში გახსნილი ნახევარი ლიმონი. 395 8-ს მოსწონს
|