x
image
Guns N Roses
გარდაცვლილი შეყვარებული ცოლად და კუბოთი მიყვანილი მკვდარი სტადიონზე

image
გარდაცვლილი შეყვარებული ცოლად და კუბოთი მიყვანილი მკვდარი სტადიონზე..

ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ერთი ძალიან სევდიანი ამბავი, რომელიც მოხდა ტაილანდში. ეს პატარა სევდიანი ისტორია ასახავს 1 ადამიანის სევდასა და ნამდვილ სიყვარულს. ტაილანდის მცხოვრებმა ჩადილ იუნიინგმა ცოლად მოიყვანა გარდაცვლილი შეყვარებული, რომელიც დაიღუპა ავტოავარიაში. მათ ათი წლის განმავლობაში უყვარდათ ერთმანეთი, გოგონას სურდა გათხოვება და არაერთხელ თხოვა ჩადილს ცოლად მოეყვანა იგი, მაგრამ ჩადილი უარზე იყო მას სურდა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ გადაეხადათ ქორწილი. როგორც იქნა მოვიდა დრო და შეყვარებულები შეთახნმდნენ ქორწილის ამბავზე და ჩადილმა პირობა მისცა, რომ მას ცოლად მოიყვანდა. ქორწილის თარიღიც ცნობილი იყო მათთვის. თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა ძალიან სამწუხარო ამბავი. გოგონა ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ბიჭმა პირობა მაინც არ დაარღვია. ჩადილმა გადაწყვიტა მოეწყო პატარა საქორწილო წვეულება და ასე აესრულებინა გოგონას ოცნება. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება გოგონას საქორწილო კაბა ეცვა და ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ჩვეულებრივ ქორწილში ხდება. ამ ქორწილს დაესწო რამდენიმე ნათესავი და შეყვარებულების უახლოესი მეგობრები. ეს პატარა ისტორია ბევრმა სისულელედ ჩათვალა და ჩადილის საქციელს სიგიჟე უწოდეს, მაგრამ მე ამ მოვლენას სიყვარულს ვუწოდებდი, რომელიც ძალიან იშვიათია დედამიწაზე.



image
ეს უცნაური შემთხვევა მოხდა კოლუმბიაში, როდესაც 17 წლის თავგადადებული ქომაგი ქრისტოფერ ალექსანდრე ჯაკომო, მოკლეს ეზოში, როდესაც ფეხბურთს თამაშობდა, მისმა მეგობრებმა გვამი გაიტაცეს და სტადიონზე თამაშს დაასწრეს.
მოკლედ რა აღარ ხდება მსოფლიოში. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს კოლუმბიაში გარდაცვლილი გაიტაცეს თავისი კუბოთი და მისი ( გარდაცვლილის ) საყვარელი კლუბის თამაშზე მიიტანეს. ( დაცვამ რაღატო შეუშვა სტადიონზე?! ) 17 წლის თავგადადებული ქომაგი ქრისტოფერ ალექსანდრე ჯაკომო, სულ ცოტა ხნის წინ მოკლეს ეზოში, როდესაც ის ფეხბურთს თამაშობდა. მისმა მეგობრებმა გვამი გაიტაცეს და კოლუმბიური კლუბის "Cucuta Deportivo"-ს ფანებმა კუბოთი გვამი მიიტანეს მათი კლუბისა და "Envigado"-ს შეხვედრაზე და ასე ვთქვათ ბოლო თამაშს დაასწრეს გარდაცვლილი.

კოლუმბიური კლუბის "Cucuta Deportivo"-ს ფანებმა კუბოთი გვამი მიიტანეს მათი კლუბისა და "Envigado"-ს შეხვედრაზე და ასე ვთქვათ ბოლო თამაშს დაასწრეს გარდაცვლილი. 17 წლის თავგადადებული ქომაგი ქრისტოფერ ალექსანდრე ჯაკომო, სულ ცოტა ხნის წინ მოკლეს ეზოში, როდესაც ის ფეხბურთს თამაშობდა. ის იყო წევრი სწორედ ამ ფანკლუბისა და ფანკლუბის წევრებმა ჯაკომოს გვამი გაიტაცეს კუბოში ჩადეს და სტადიონზე მიიტანეს, რა თქმა უნდა თავიდან დაცვა არ უშვებდა მათ, მაგრამ ვინ შეაკავებდა შეშლილ გულშემატკივრებს, რომლებმაც გვამი გაიტაცეს?

0
302
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0