x
image
მანჩო 777
"პატიმრებთან "პატრონიანის" და "უპატრონოს" გარეშე უნდა ვიყოთ სამართლიანები" - ხათუნა წიწავა
ორიოდე დღის წინ ნარკოტიკების უკანონო შემოტანისათვის ბრალდებული კახა მამულაშვილი, იგივე " მამულიჩა" გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ ვრცელში უამრავი კომენტარი გავრცელდა, სადაც გამოიკვეთა ის აზრი, რომ რახან "მამულიჩა" ფულიანი და პატრონიანი იყო, სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს, მიუხედავად საკმაოდ მძიმე ბრალდებისა.

"მამულიჩას" გათავისუფლებას ბევრი ცნობილი ადამიანიც გამოეხმაურა, მათ შორის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე ხათუნა წიწავა, რომელმაც facebook-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ პატიმრების დაყოფა "პატრონიანებად" და "უპატრონოებად" უსამართლობაა და ამ ფაქტს ბოლო უნდა მოეღოს.


image


„არ ვიცი ამით ვის გავანაწყენებ, ან ვის გავახარებ, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა რასაც ვფიქრობ. დილიდან ვკითხულობ მამულიჩასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მერე facebook-ში თვალი გადაავლე კომენტარებს... "პატრონი ყავდა და იმიტომო" როცა მამულიჩა დაიჭირეს მაშინდელი კომენტარებიც გამახსენდა საკმაოდ "სვეტსკებისგან": "აუუუ გაუჩალიჩეს, როგორ გაბედეს და დააკავეს" და ა, შ...
ახლა რასაც ვიტყვი ამაში პოლიტიკა და პარტიული შეხედულებები არაფერ შუაშია. როგორც მოქალაქე და ამ ქვეყნის გულშემატკივარი გამიხარდა ერთი ქართული ოჯახი, ისევ რომ გაერთიანდა, მაგრამ... ამ ყველაფერზე ერთი შემთხვევა გამახსენდა...
2012 წლის დეკემბერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსად დავინიშნე, თითქმის ყოველდღე მიწევდა ციხეებში სიარული, შეხვედრები პაციენტებთან, მედ-პერსონალთან, ადგილზე ვეცნობოდი მათ მდგომარეობას. თითქმის ყველა პაციენტს ვცნობდი სახეზეც კი.
დაუწერელი კანონია, როდესაც პატიმარს ესაუბრები ვერ "დააიგნორებ" როცა ის გესაუბრება, უნდა მოუსმინო. ციხეში "მამულიჩასნაირი" ბევრი პაციენტი გვყავდა, რომლებიც წლები იგივე დანაშაულისთის სასჯელს იხდიდნენ, ზოგიერთი მათგანი პროგნოზულად მძიმე პაციენტი დაგვხვდა...
ერთხელ ერთ-ერთ "ზონაზე" მახსოვს, ეტლით 22 წლის ბიჭი მომიახლოვდა (260-ე მუხლით დაპატიმრებული) და მთხოვა გავსაუბრებოდი, საუბრის დროს თვალზე ცრემლი არ შეშრობია. წინა ხელიუფლების დროს იყო დაპატიმრებული. მძიმე იყო მისი მოსმენა... ყვებოდა ყველაფერს ერთად, რაც კი გამოიარა. ჩქარობდა. მძიმედ იყო ავად. მთხოვდა დავხმარებოდი. გულსატკენი კი ის იყო, რომ ყოველი წინადადების დროს ამბოდა, რომ მას არ ყავდა მშობლები, არც პატრონი (ვინმე თანამდებობის პირი) პაემანზეც კი არავინ დადიოდა. 22 წლის ბიჭი ყვებოდა, თუ რა ჯოჯოხეთის გზა გამოიარა, რასაც მხოლოდ იმას აბრალებდა, რომ ის იყო უპატრონო!
იმ დღეს საკუთარ თავს მივეცი პირობა, არამხოლოდ წერილებზე რეაგირებით და ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არამედ მე თვითონ შესაძლებლობის ფარგლებში შემეხედა ყველა საკანში და მეპოვა ე.წ „უპატრონო’’ პატიმრები და დავხმარებოდით. ეს იყო სოზარ სუბარისა და არჩილ თალაკვაძის მუშაობის პერიოდი სასჯელაღსრულების სისტემაში და დღემდე ასე გრძელდება, მინდა გითხრათ, რომ ძალინ ბევრი ე.წ. "უპატრონო პატიმარი" აღმოვაჩინეთ.
ვერავინ დაუკარგავს ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას ჰუმანურ და ადამიანურ მიდგომებს ყველა მიმართულებით... სამედიცინო მიმართულებით ჩვენ შევძელით დაგვენგრია მიდგომა ე.წ. "პატრონიანი" და "უპატრონო" პატიმარი. რამაც ძალიან დიდი ნდობა გამოიწვია პატიმრების მხრიდან.
ნდობის მოპოვება საზოგადოებაში ძალზე რთულია, მითუმეტეს პატიმრებში, დაკარგვა კი წამებშია შესაძლებელი... ხო და არაა ლამაზი არავის მხრიდან თავის გამოდება და კრიტიკა... "ქვა იმან ისროლოს ვინც უცოდველია", - წერს წიწავა სოციალურ ქსელში.



image

0
48
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0