მხატვრობა ქალი,რომელიც მკერდით ხატავს პორტრეტებს 2015, 12 სექტემბერი, 8:15 სანკტ-პეტერბურგელმა ირინა რომანოვსკაიამ სახელი გაითქვა იმით, რომ მკერდით ხატავს პორტრეტებს, ამასთანავე არაორდინალურ მხატვარი გატაცებულია ფეხბურთით.პირველი მისი სერიოზული ნამუშევარი გახლდათ ბრაზილიელი ლეგიონერის ჰალკის პორტრეტი, რომელიც ფეხბურთელს აჩუქა.
ამასთანავე მანვე მკერდით დახატა "ზენიტის" ემბლემა და თილისმა.ირინას განცხადებით მკერდით ხატვა რთული და შრომატევადი პროცესია, ერთი პატარა შეცდომა და ყველაფრის თავიდან უნდა დაიწყო. ახლა კი მხატვარმა აღასრულა დიდი ხნის ჩანაფიქრი, შექმნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის პორტრეტები.თუმცა აჩუქოს თუ არა პორტრეტები რუსეთის პირველ პირებს ჯერ არ გადაუწყვეტია. "გულახდილად გეტყვით, მინდა რომ ვაჩუქო მათ ეს პორტრეტები, მაგრამ არ ვიცი როგორი რეაქცია ექნებათ, როცა გაიგებენ როგორი ტექნიკითაა დახატული ეს ნამუშევრები?ამასთანავე მათთან შეხვედრაც იოლი არაა, ვფიქრობდი კიდეც ფოსტით გამეგზავნა ნახატები, ან კრემლის მისაღებში დამეტოვებინა."-განაცხადა მხატვარმა გაზეთ Metro-სთან ინტერვიუში. მხატვარი საფეხბურთო თემის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს, ირინამ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი თემებზე დაიწყო მუშაობა, რომელიც როგორც ცნობილია, 2018 წელს რუსეთში გაიმართება. 160 6-ს მოსწონს
|