ნამცხვრები ბისკვიტის ტორტი კვერცხის გარეშე 2015, 12 სექტემბერი, 12:56 მასალა ცომისთვის: რძე - 280 მლ. ფქვილი - 260 გრ. შაქარი - 300 გრ. კაკაოს ფხვნილი - 5 ს. კ. გამაფხვიერებელი - 4 ს. კ. ნიგოზი - მოსართავად მასალა კრემისთვის: ხაჭო - 100 გრ. არაჟანი - 200 გრ შესქელებული რძე - 4 ს. კ. შაქარი - 2 ს. კ. მასალა მინანქრისთვის: კაკაოს ფხვნილი - 2 ს. კ. შაქარი - 4 ს. კ. ნაღები - 3 ს. კ. კარაქი - 50 გრ. არაჟანი - 3 ს. კ. მომზადება:
2. მოათავსეთ ცომი ცხიმწასმულ (ცხიმი მხოლოდ ძირზე წაუსვით, რომ ცომს აწევისას, კედლებზე მოკიდების საშუალება ჰქონდეს) ფორმაში > გამოაცხეთ 180°С გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 40-60 წთ. მანძილზე > ამოიღეთ ფორმიდან, გააციეთ და გაყავით 3 ფენად. 3. შეურიეთ კრემის მასალა ერთმანეთს კარგად > ქვედა და შუა ფენას წაუსვით კრემი და ასე გააჩერეთ გარკვეული დროის მანძილზე, რომ ფენებს კრემი გაუჯდეს > ზემოდან დააფარეთ მესამე ფენა. 5. გაანაწილეთ ცოტა მინანქარი ტორტის თავზე > გააჩერეთ 5-7 წუთი და დარჩენილი მინანქარიც გაანაწილეთ. 6. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ზემოდან მოხლილი და დაჭრილი ნიგოზი მოაყაროთ. 385 4-ს მოსწონს
|