x
image
პოკაჰონტასი
ნათია ფანჯიკიძე: "საკუთარი ნეპოტიზმის სუნი თვითონვე მეცა"

imageთავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე, არასდროს არ ტოვებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღების მიღმა და საკუთარ აზრს მუდამ აფიქსირებს სოციალური ქსელის მეშვეობით. ამჯერად, იგი ბოლო დღეებში მედიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და შემდეგ პოსტს აქვეყნებს "ფეისბუქი" - ის საკუთარ გვერდზე:

"არ უნდა ჩამერთო გუშინ ტელევიზორი, მთელი ღამე არ დამეძინა. ეკა მიშველაძისთვის უთქვამთ, ასით მეტი წელი რომ გემუშავა ჟურნალისტიკაში, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გათხოვილის ადგილი სანამ რამეს დააშავებს, მანამდეა კუხნაშიო, ხოდა ამეშალა ფიქრები, ხომ არ წავიდე დიდი ქართული ფსიქიატრიიდან? ისე თვალსაჩინოდ, სხვებზე უკეთ ნამკურნალებია ჩემი ქმარი, რომ საკუთარი ნეპოტიზმის სუნი თვითონვე მეცა. ვიბორგე, ვიფიქრე, დავირცხვინე და...
ერთადერთი რაც მამართლებს, ისაა, რომ ქართულ პოლიტიკაში კარგად ნამკურნალები ფსიქიკა არანაირად არ ზრდის წარმატების შანსს. დანაშაულის გრძნობა ლოდივით მომეხსნა გულიდან.
დილა მშვიდობის კეთილო ხალხო".

როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, "პირველი არხის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ეკა მიშველაძე და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი ცოტახნის წინ დაქორწინდნენ. აღნიშნული მოვლენიდან ძალიან მალე, ეკა მიშველაძეს საავტორო გადაცემა დაუხურეს.

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0