საზოგადოება “ყოჩაღ, ლელა! გზა მიშას კარის მომღერლობიდან ოცნების კარის მომღერლობამდე…“ - ელისო კილაძე 2015, 9 სექტემბერი, 19:50 „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე კახა მამულაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„მამულიჩა გამოუშვეს ! ყოჩაღ, ლელა ! გზა მიშას კარის მომღერლობიდან ოცნების კარის მომღერლობამდე“, – წერს კილაძე “ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე "მამულიჩა", დღეს სასამართლო დარბაზიდან 15 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით პროდიუსერი, მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე კახი მამულაშვილი -"მამულიჩა" ორი თვის წინ დააკავეს. 312 11-ს მოსწონს
|