x
image
Lerato
ფილტვების გაწმენდა 3 დღეში. ეს ყველა მწეველმა უნდა იცოდეს!

ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები არა მხოლოდ მწეველებს ახასიათებთ, ასევე ყველა მათ, ვინც დიდ მეგაპოლისებსა და საწარმოო რაიონებში ცხოვრობს, სადაც ეკოლოგიას სათანადო ყურადღება არ ექცევა.


თუმცა, მწეველები განსაკუთრებულ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ფილტვების გასუფთავება ამ რეცეპტის საშუალებით ყველას შეუძლია. მისი ავტორები შემდეგ გარანტიას იძლევიან: ორგანიზმის გაწმენდა ნიკოტინისგან მხოლოდ და მხოლოდ 3 დღეში.


აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ თუ ამ მეთოდით სარგებლობას გადაწყვეტთ, გამწმენდი პროცედურების დაწყებამდე ორი დღით ადრე და შემდგომ პერიოდში არ მიიღოთ რძის პროდუქტები. რადგან ამან შესაძლოა შეანელოს ან საერთოდ შეაჩეროს დეტოქსიკაციის პროცესი. წინა დღეს, საღამოს ძილის წინ მიირთვით თქვენი საყვარელი ბალახის ჩაი.


image


1. გამოწურეთ ორი ლიმონი და გააზავეთ 300 მლ. წყალში. დალიეთ დილით უზმოზე,

ნახევარი საათით ადრე საუზმემდე.


2. დღის მანძილზე დალიეთ 300 მლ. ანანასის ან გრეიფრუტის წვენი (ამასთან გახსოვდეთ, რომ ახლადგამოწურული წვენი სასარგებლო თვისებებს მხოლოდ 7 წუთის მანძილზე ინარჩუნებს). თუ გემო არ მოგწონთ, მინერალურ წყალში გააზავეთ. ეს ორი ხილი ჩინებურად ასუფთავებს ფილტვებს.


3. დალიეთ 300 მლ. ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი საუზმესა და სადილს შორის პერიოდში. სტაფილო სისხლის ალკალიზაციას ახდენს, რაც ხელს უწყობს დეტოქსიკაციის პროცესს.


4. სადილზე დალიეთ 400 მლ. კალიუმით მდიდარი წვენი. ის დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ჭარხალში, ოხრახუშსა და პომიდორში. თუ არ გიყვართ ბოსტნეულის წვენები, 3 დღის მანძიზე მიირთვით რაც შეიძლება ბევრი ლეღვი და ნუში.

შეგიძლიათ ასეც მოიქცეთ – დღეში იმდენი ზემოთხსენებული ბოსტნეული მიირთვით, რამდენიც საჭიროა 400 მლ. წვენის მისაღებად.


5.ძილის წინ დალიეთ ერთი ჭიქა შტოშის წვენი. შტოში სწრაფად კლავს ბაქტერიებს, რომლებიც დაბინძურების გამო ფილტვებში გროვდება.


6. ამ რამდენიმე დღის მანძილზე, აუცილებლად გამონახეთ 20 წუთი ცხელი აბაზანის მისაღებად. რადგან ცხელ წყალს კარგად გამოჰყავს ტოქსინები ორგანიზმიდან.


7. ევკალიპტის ზეთი აუცილებლად უნდა ჩართოთ გამწმენდ პროგრამაში. გააცხელეთ ქვაბით წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ 5-10 წვეთი ევკალიპტის ზეთი. თავით დაიხარეთ ქვაბისკენ, გადაიფარეთ პირსახოცი და ისუნთქეთ ორთქლით მანამდე, სანამ წყალი არ გაცივდება.

უნდა ვაღიაროთ, რომ წესები ბევრია, ისევე როგორც წვენი რაციონში. დღეში უნდა მიიღოთ ორ ლიტრაზე მეტი სითხე. მაგრამ ეს მსხვერპლი მხოლოდ და მხოლოდ 3 დღე უნდა გასწიოთ. და თუ იმ სტატისტიკასაც გაითვალისწინებთ, თუ რამდენი ადამიანი იღუპება მსოფლიოში ყოველწლიურად ფილტვის კიბოთი, ვფიქრობ ამის გაკეთება არ გაგიჭირდებათ!


8
6245
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
6245
  
2020, 12 აპრილი, 1:58
ეს ყველა 7ვე უნდა მოვიღოთ???
2019, 21 თებერვალი, 10:26
კუნელს წააგავს გუგლში რომ ვნახე
2018, 26 ნოემბერი, 20:06
100 % წმინდაავს ?
2015, 9 სექტემბერი, 16:19
თავს ძალა დაატანეთ – სულ რაღაც 3 დღე და ჯანმრთელი ფილტვები! შტოშს რაც შეეხება ამ სტატიაში მიწერია – " 7 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს წმენდს ნებისმიერ წამალზე უკეთ" წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებ!!!
2015, 9 სექტემბერი, 15:51
არაფრის შემოგევლე ! გაიხარე. აუცილებლად უნდა ვცადო ტუ მოვაბი თავი. ცოტა ძნელი შესასრულებელი კი ჩანს, ჭარხლის,სტაფილოს და გრეიფრუტის წვენი მძულს თუმც უმრავლესობაზე შემცვლელებიც წერია.შტოში რა არის არ ვიცი "დავგუგლავ"
2015, 9 სექტემბერი, 15:05
ეს კითხვა მეც დამებადა, დავით, თუმცა არცერთ სტატიაში არ არის მითითებული, სავარაუდოდ იმიტომ რომ ეს სრულიად ინდივიდუალურია. მწეველმა უნდა ჩაიტაროს ეს პროცედურა, კარგი იქნება თუ ამის შემდეგ თავს დაანებებს მოწევას, მაგრამ თუ გააგრძელა, ვფიქრობ ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია, თუ რა დროის ინტერვალით შეუძლია პირადად მას ფილტვების გაწმენდა. მადლობა კითხვისთვის :)
2015, 9 სექტემბერი, 0:17
საინტერესოა! მაგრამ ეგ რამდენ ხანსჰი ერტხელ უნდა ვქნათ?
2015, 8 სექტემბერი, 23:59
სხვისი მოწეული სიგარეტის კვამლიც კი ცუდად მხდის არა თუ მოვწიო. მეშინია, ასე მგონია ეგრევე მოვკვდები 1 "ნაპასიც" რომ "დავარტყა"
0 1 8