სხვა ოქსფორდი 2015, 9 სექტემბერი, 12:08 ოქსფორდი, ქალაქი და ოქსფორდშირის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს სამხრეთ ინგლისში. ქალაქის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. ინგლისის ქრონიკებში, პირველად 912 წ. არის მოხსენიებული, ედუარდ I მმართველობის დროს. X საუკუნიდან, ევროპის რიგ ქვეყნებში, ამოქმედდა განათლების პროგრამა და დაიწყო სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში. მხოლოდ ინგლისში «ყვაოდა» გაუნათლებლობა. ამიტომ, საქსონიის მეფემ, ალფრედ დიდმა (871—901 წწ) ბრძანა უნივერსიტეტის დაარსება. შეასრულეს თუ არა მისი ბრძანება, ან სად მდებარეობდა I უნივერსიტეტი უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტის (1088 წ.) შემდეგ, ქ. ოქსფორდში მდებარეობს. პირველი ცნობა მის შესახებ, 1096 წლით არის დათარიღებული, მაგრამ უნივერსიტეტის დაარსების ოფიციალურ თარითად 1167 წ. ითვლება. დღეს, ოქსფორდი დიდ სამეცნიერო კერას წარმოადგენს. მისი უნივერსიტეტი 38 კოლეჯს აერთიანებს, მათგან 7 მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე აბიტურიენტებს იღებს, მათ ვისაც მაგისტრატურაში და ასპირანტურაში უნდა სწავლის გაგრძელება. დანარჩენ კოლეჯებში ასაკსა და განათლების დონეს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარება. უნივერსიტეტის გარდა, ქალაქში 5 დახურული ტიპის ქრისტიანული სკოლაც ფუნქციონირებს. ოქსფორდის მოსახლეობის რაოდენობა 160 000 კაცს არ აღემატება. მათ შორის, 20-30 ათასი სტუდენტია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისი მდიდარი ისტორიის მანძილზე, ოქსფორდის უნივერსიტეტმა, 50-ზე მეტი ნობელის პრემიის ლაურიატი აჩუქა მსოფლიო საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი არც თუ ისე დიდია, მასში 100-ზე მეტი ბიბლიოთეკა და რამოდენიმე მუზეუმი არის. უნივერსიტეტებში დღემდე სცემენ პატივს უძველეს ტრადიციებს და ზოგიერთი სტუდენტი დღესაც აკადემიური მანტიით დადის სასწავლებელში. თითოეულ კოლეჯს თავისი საკუთარი ფერი აქვს და სტუდენტები იმავე ფერის შარფებს ატარებენ სასწავლებელში. All Souls College (ყველა სულის კოლეჯი) — ოქსფორდის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული უნივერსიტეტია (1438 წ.) და მისი კარი, მხოლოდ სტუდენტებისთვის კი არა, დამთვალიერებლებისთვისაც ღიაა, გარკვეულ საათებში. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს შორის, ძირითადი - ბოდლეანის ბიბლიოთეკა არის. ის მხოლოდ ბრიტანეთში კი არა, ყველაზე ძველია, ევროპის ბიბლიოთეკებს შორის. ხოლო ზომის მიხედვით, ეს ბიბლიოთეკა მხოლოდ ბრიტანეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკას (1972 წ.) უთმობს პირველობას (თავის მხრივ, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, II ადგილზეა მსოფლიოში, აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკის (1800 წ.) შემდეგ). ბოდლეანის ბიბლიოთეკა 1320 წ. დაარსეს. ის თავდაპირველად, ერთ ოთახში იყო განთავსებული, წმ. მარიამის ეკლრსიის მახლობლად. ხოლო წიგნები, მაგიდებზე ჯაჭვებით იყო მიბმული, რომ არ მოეპარათ. ეს ოთახი დღემდე არსებობს (!). ამ ბიბლიოთეკის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული იყო და ამიტომ ის 1488 წ. ცალკე, მისთვის განკუთვნილ შენობაში გადავიდა. 1914 წელს ბიბლიოთეკაში 1 მილიონზე მეტი წიგნი იყო, ხოლო დღეს წიგნების რაოდენობამ 11 მილიონს გადააჭარბა. ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანა არ შეიძლება. დაშვებულია მხოლოდ კოპირება, ისიც იმ წიგნების, რომლებიც 1900 წლის შემდეგ არის გამოცემული. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდნენ: როჯერ ბეკონი, ოსკარ უაილდი, სამუელ ჯონსონი, ჯონათან სვიფტი, ადამ სმითი, ლუის კეროლი, ინდირა განდი, მარგარეტ ტეტჩერი და ბევრი სხვა, ცნობილი და წარმატებული ადამიანი.
კოლეჯის ეზო მზის საათი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს Christ Church ჯოლეჯის კათედრალური ტაძარი წარმოადგენს ოქსფორდის ეპარქიის სახეს. ის ინგლისის მცირე ზომის ტაძრების რიცხვში შედის და მისი კოშკი, რომელიც XII საუკუნით არის დათარიღებული, ყველაზე ძველია ბრიტანეთში არსებულ კოშკებს შორის. Merton College მდელო კოლეჯის წინ, მის უკანა ფონზე ჩანს კოლეჯისა და მასთან არსებული ეკლესიის ნაწილები Kings College თითოეულ კოლეჯს აქვს ან წარსულში ჰქონდა საკუთარი ეკლესია, მაგრამ ქალაქში ასევე არის საერთო სტუდენტური ტაძარი, რომელიც არცერთ კოლეჯს არ ეკუთვნის - ეს არის წმინდა მარიამის ეკლესია. ამ მინდორზე სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებები ტარდება. სპორტს, ოქსფორდში, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. აქ სპორტის ნებისმიერ სახეობაში შეიძლება ვარჯიში, როგორც პროფესიონალურ, ისე მოყვარულის დონეზე. ყოველწლიურად იმართება სპორტული შეჯიბრებები, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს შორის. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი გარდა ამ მუზეუმისა, ოქსფორდში, ძალიან ცნობილი, ბუნების ისტორიის, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური მუზეუმებიც არის. ქალაქში, მუზეუმებში და ბიბლიოთეკებში შესვლა და ასევე, მანქანის პარკირება, უფასო არის. ოქსფორდი ლონდონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და 100 კმ-ით არის დაშორებული მისგან. კარგად არის განვითარებული ქალაქის სატრანსპორტო კომუნიკაცია, არა მარტო დედაქალაქთან, არამედ, ქვეყნის სხვა ნაწილებთანაც.
მოედანი კოლეჯის წინ ყველაზე ცნობილი წიგნების მაღაზია ევროპაში — Blackwell. მისი ფართობი 10 000 კვადრატული ფუტია (1 ფუტი - 0, 3048 მ.) მხოლოდ ოქსფორდში შეგიძლიათ ნახოთ კები, მენდელეევის ტაბულით ასე ისვენებენ სტუდენტები ტავერნების კედლებზე ჩამოკიდულ დაფებზე, მოცემული არის ინფორმაცია მენიუსა და დაწესებულების ღირსებების შესახებ. მაგ., ეს ტავერნა იმით არის ცნობილი, რომ ბილ კლინტონის საყვარელი ადგილი იყო, ოქსფორდში მისი სწავლის პერიოდში. შელდონის თეატრი, დაარსებულია XVII საუკუნეში Hertford Bridge (ჰარტფორდის ხიდი) High Street-ზე მდებარე შენობაში ტარდება მისაღები და გამოსაშვები გამოცდები. იქ, 18 აუდიტორიაში, ერთდროულად 2000 სტუდენტს შეუძლია გამოცდის ჩაბარება. ყოველწლიურად 12-13 ათასი აბიტურიენტი ჩადის ოქსფორდში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. ჩაბარებით კი, მხოლოდ 3 ათასი აბარებს. უნივერსიტეტებში არსებული ვაკანსიების მხოლოდ 1/4 არის გამოყოფილი, უცხოეთიდან ჩასული სტუდენტებისთვის. აი, ასეთი არის ოქსფორდი. ძველი ქალაქი, რომელიც უნივერსიტეტთან არის გაიგივებული. 434 4-ს მოსწონს
|