x
image
Guns N Roses
14 დაყაჩაღებული ოჯახი ერთ დღე-ღამეში

image

14 დაყაჩაღებული ოჯახი ერთ დღე-ღამეში. კრიმინალური შემთხვევები ოკუპირებული აფხაზეთში, სოფელ წარჩესა და ბედიაში მოხდა.
დაყაჩაღებულთა უმრავლესობა ეთნიკური ქართველია. თუმცა, არის შერეული ოჯახებიც. წაღებულია ათ ტონაზე მეტი თხილი.
როგორც ირკვევა, ბოროტმოქმედები სპეციალურ სამხედრო დანიშნულების გაზს იყენებენ. ყველა შემთხვევა ოჯახის წევრების დაძინების ფაქტს შეიცავს.
ერთ-ერთი ყაჩაღობისას გაზით 9 თვის ბავშვი მოიწამლა, რომელიც სოხუმის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
თბილისში მიიჩნევენ, რომ გალის რაიონში ოკუპანტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტული კრიმინალური სქემით მუშაობენ.
თხილის ჩაბარების სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება. სავარაუდოდ, ის ყაჩაღობის ფაქტების ფონზე ჩაივლის.


0
35
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0