x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135657
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510011
მამაკაცებში განაყოფიერების უნარი ქვეითდება

image„ამერიკელი და ევროპელი მამაკაცების სპერმატოზოიდის საშუალო რაოდენობა 30-იანი წლების შემდეგ 50 პროცენტით დაეცა“, — იუწყება ერთ-ერთი ჟურნალი (World Watch). აღმოჩენა მხარს უჭერს არსებულ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ მამაკაცის რეპროდუქციის უნარი ქვეითდება და ამის მიზეზი შეიძლება გარემო-პირობების დაბინძურება იყოს“. ეს განაპირობა 61 გამოკვლევით მიღებულმა მონაცემებმა, რომლებიც 1938 წლიდან ქვეყნდება და დაახლოებით 14 000 პიროვნებაზე დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ გარემოში არსებული გარკვეული ქიმიური ნივთიერებები არღვევს სხეულის ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უშლის მის უნარს, კონტროლი გაუწიოს ზრდას, განვითარებასა და რეპროდუქციას. მაგრამ, ჯერ-ჯერობით, „ენდოკრინულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედების გარკვევის მიზნით, გარემოში გავრცელებული 80 000 ქიმიური ელემენტიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შემოწმდა“, — ნათქვამია ჟურნალში

0
87
2-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0