x
მეტი
  • 18.08.2022
  • სტატია:121619
  • ვიდეო:354854
  • სურათი:493737
"დედამიწაზე არსებობს მხოლოდ ერთი გულწრფელი და უცვლელი სიყვარული და ამას ჰქვია დედაშვილობა" - ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე
image

ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე, სოფიო ჩიკვილაძე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სოციალურ ქსელში ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ აქვეყნებს უახლეს ინფორმაციას და რამდენიმე განმარტებასაც აკეთებს:




"ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.ამის გათვალისწინებით, შევეცდები უახლოესი ინფორმაცია მოგაწოდოთ .მისი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. ორი დღეა მას აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ( არ გამოირიცხება ინფექციის არსებობა)ასევე აღინიშნება არტერიული წნევის ცვალებადობა.ვერ ხერხდება ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისი რეაბილიტაცია .


დილით პალატაში მისულ დედას ტრახეოსკოპიის მილიც კი გასაწმენდი ხვდება, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა წვირლმან დეტალებზე.. (ამას ალბათ თქმა არც უნდა, რომ ქალბატონი მანანა ასუფთავებს და აწერსიგებს ყველაფერს.ეს იქნება ცოტნეს პირის ღრუს დამუშავება თუ ზემოდ აღნიშნული აპარატის გაწმენდა) და ამ დროს ე.წ. მხარდამჭერი რას იქმს ან როგორ უვლის უკვე ცხადია.თუმცა არაფერი გვიკვირს მის “კეთილის“ მსურველებს ხომ მხოლოდ ცრუ ინფორმაციის გავრცელება ხელეწიფებად... სამწუხაროა, რომ მშობელ დედას არ შეუძლია 24 საათის განმავლობაში თვალყური ადევნოს შვილის მდგომარეობას. პ.ს. ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ პალატაში საღამო ხანს მრავლად იკრიბებიან ე.წ. მხარდამჭერის სანაცნობო წრე, თუმცა არც ერთს აზრად არ მოსვლია, რომ ეს დაუშვებელია..ინფექციის მატარებელი შეიძლება ნებისმიერი მათგანი იყოს"


image

ამასთანავე სოფიო ჩიკვილაძე ეხმაურება მანანა გამსახურდია-არჩვაძის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, რის მიხედვითაც ცოტნე დედის დანახვისთანავე უფრო ცუდად ხდება, რომ ისინი წლებია ერთმანეთს არ ელაპარაკებიან ქონებრივი დავის გამო.

ამასთანავე დედამისმა მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.




"მშვიდობიანი დღე დედამიწელებო. წინამდებარე სტატუსის დაწერა, გადამაწყვეტინა იმ ბინძურმა ცილისწამებამ, რაც ქალბატონი მანანას მიმართ იწერება და ვრცელდება სოციალურ ქსელებსა თუ პრესაში.ამ ყველაფერს წერს და იზიარებს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც პირადად არც იცნობენ და არც არავითარი შეხება არ ჰქონიათ მასთან რეალურ ცხოვრებაში.( რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, ამას თვითონაც აღიარებენ).


საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მე ვიყავი ამ დიდი ოჯახის წევრი.კონკრეტულად ქალბატონ მანანასთან ყოველთვის მქონდა იდეალური ურთიერთობა..ჩვენს შორის არამთუ კამათს, არამედ ზედმეტ ხმამაღალ საუბარსაც კი არასდროს ჰქონია ადგილი..ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი იყო მისი მხნეობა, პატრიოტიზმი, ადამიანების სიყვარული და მიტევების საოცარი უნარი.მერწმუნეთ, იშვიათია ისეთი თავგანწირული და ერთგული დედა, როგორიც ცოტნეს ჰყავს.


აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არა ქალბატონი მანანა, ცოტნე ვერასოდეს ვერ გაუძლებდა იმ საშინელ ქარტეხილებს, რაც მას მუდამ თან სდევდა შორეული ბავშვობიდან.



პ.ს.შეგნებულად არ ვაკეთებ კომენტარს მის მლანძღველთა ჯგუფზე, ვინაიდან მათ ქალობასაც და ოჯახის შვილობასაც საკმაოდ კარგად იცნობს საზოგადოება. დედამიწაზე არსებობს მხოლოდ ერთი გულწრფელი და უცვლელი სიყვარული და ამას ჰქვია დედაშვილობა!!!!!!!!!!!!!

image

0
1741
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0