x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510061
facebook-ზე "ლაიქებს" იპარავენ?

imageრამოდენიმე თვეა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე, " ეგრეთ წოდებული "ლაიქების" გადანაწილებას ვაკვირდები და ჩემს მეგობრებში აღმოვაჩინე ბევრი ისეთი ადამიანი ვისაც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდი აქვს "დალაიქებული, " ამ მოვლენაში უცნაური რა თქმა უნდა არაფერია, მაგრამ, როცა რამოდენიმე მათგანს ვკითხე მართლა მოიწონეს თუ არა ზემოთ აღნიშნული გვერდი, მათ უარყოფითად მიპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი შემთხვევა არა ერთხელ მოხდა. ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტი არ ვარ და დანამდვილებით ვერ ვიტყვი შეიძლება თუ არა, "ლაიქების" გაყალბება, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში, ამ ყოველივეს გაკეთება პროფესიონალებისთვის რთული არ უნდა იყოს, გარდა ამისა ზოგიერთი კომპეტენტური პირისგან მსმენია, რომ მსგავსი პრეცენდენტები არსებობს და ხშირად გამოუყენებიათ კიდეც.

ჰოდა თუ ეს მართალია, გამოდის, რომ არჩევნებზე ხმების გაყალბების ხშირად მნახველ ქართველებს, ამიერიდან "ლაიქებსაც" გაგვიყალბებენ.

2
63
2-ს მოსწონს
ავტორი:Dato1117
Dato1117
63
  
2012, 31 მაისი, 14:46
სანამ ქართველების უმეტესობა მიხვდება რაცაა ტროიანი და მისი მსგავსები და რასაც აკეთებენ იქამდე მიშას პენსიის დროც გაუვა
2012, 24 მაისი, 21:44
რა უნდა მაგას, ნებისმიერი ფეისბუქით დალაიქება შეუძლიათ რომელიმე ინტერნეტზე გაუშვებენ ტროიანს და მის ჯარს :))
0 1 2