x
image
Guns N Roses
Mediator image
შეტევა ტელეკომპანიებზე და დახურული გადაცემები-მედიასივრცეში არსებული ვითარება ჟურნალისტებმა განიხილეს

imageმედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დღეს ქართულ მედიასივრცეში შექმნილ ვითარებას ერთობლივად იხილავდნენ.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მცირე კამათი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმღვანელ პირსა და ტელეწამყვან ეკა მიშველაძეს შორის მოხდა. პირველი არხის თანამშრომლებმა შეკრების დროს იმ თემაზე იკამათეს, რის გამოც შესაძლოა უახლოეს პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის გადაცემა დაიხუროს.
არასამთავრობოებსა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ხმაურიანი განცხადებები გაკეთდა ტელეკომპანია იმედთან მიმართებაში. არხის ხელმძღვანელობა დღეს, როგორც ყოფილმა, ასევე მოქმედმა და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გააკრიტიკეს.
გამართულ შეხვედრაზე ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობიდან არავინ არ მისულა.
სხდომაზე განხილული იყო რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში დაწყებული დავა. დღეს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გადადგა. გვარამიამ სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესაკუთრეების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მათ მოთხოვნას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა.
გვარამიამ დღესვე სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლების ყველა ქმედება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფინანსური მდგომარეობის შესუსტებისკენ არის მიმართული.

ეკა მიშველაძის ტოკშოუს დახურვის მიზეზად საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ბასა ჯანიკაშვილმა პოლიტიკოსის ცოლობა დაასახელა. ეს განცხადება ჯანიკაშვილმა მედიის წარმომადგენლების კონფერენციაზე გააკეთა, სადაც მედიაში მიმდინარე მოვლენების განხილვა მიმდინარეობს.
ჯანიკაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ეკა მიშველაძე პოლიტიკოსის ცოლი გახდა, მას ინტერესთა კონფლიქტი წარმოექმნა.
ცოტა ხნის წინ ეკა მიშველაძე „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილის ცოლი გახდა.





არასამთავრობო ორგანიზაციები მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან. ისინი მედიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე მსჯელობენ.
შეხვედრაზე იმყოფება ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია, რომლის გადაცემის დახურვის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
"მე მიმაჩნია, რომ ჩემი გადაცემა დაიხურა პოლიტიკური ზეწოლის გამო. როდესად არსებობს საგანგაშო სიგნალები, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასეთი ფორმით შეიკრიბოს და იმსჯელოს რა ხდება ქვეყანაში, რადგან 2003 წლის რევოლუციის შემდეგ ისე იხურებოდა გადაცემები, არასდროს არავინ იკრიბებოდა, არავინ აპროტესტებდა, " - განმარტა ინგა გრიგოლიამ.





0
37
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0