დღეს დილით 08:50 მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოში. ბიძგები ძირითადად კახეთის რეგიონში და ასევე თბილისშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯრობით არ ვრცელდება.
დღეს დილით 08:50 მიწისძვრა მოხდა საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრიდან 56 კილომეტრის მოშორებით. მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში 5, 8 მაგნიტუდას შეადგენდა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, ეპიცენტრი აზერბაიჯანში საქართველოს საზღვრიდან 100 კილომეტრში და თბილისიდან, დაახლოებით, 250 კილომეტრში იყო. ბიძგები ძირითადად კახეთის რეგიონში და ასევე თბილისშიც იგრძნობოდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეპიცენტრი ისმაილის რაიონში იყო.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
"კახეთში ნამდვილად შეინიშნებოდა ბიძგები, თუმცა ჩვენი გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ რაიმე სახის ნგრევას ან ზიანს ადგილი არ ჰქონია. აბსოლიტური სიწყნარეა. ძლიერი ბიძგები ნამდვილად არ იყო." - აცხადებს კახეთი გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი.
ასევე, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილიც აცხადებს, რომ ბიძგები ქვემო ქართლშიც შეინიშნებოდა, თუმცა ნგრევას ადგილი არ ჰქონია.