სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გოგონას ფოტოსურათი გავრცელდა, რომელთანაც შემზარავი ისტორიაა დაკავშირებული.
საქმე იმაშია, რომ ინფორმაციის ავტორი აცხადებს, თითქოსდა აღნიშნული ფოტო მესაფლავემ აღმოაჩინა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ფოტოსურათი სასაფლაოს ტერიტორიაზე მიწაში დამარხული იპოვა. როგორც ჩანს, ვიღაც უცნობი პიროვნება უცნობი გოგონას ფოტოს მიწაში მარხავს. ამას გარდა, ფოტოს გვერდით დევს პურისგან გაკეთებული ეგრეთწოდებული თოჯინა ბავშვით ხელში.
როგორც ცნობილია, მსგავსი ტიპის რიტუალები ჯადოს ან შავი მაგიის გაკეთების დროს სრულდება.
"-მეგობრებო, ხომ არ გეცნობათ შემთხვებით ეს გოგო? სასაფლაოზე მარხავს ვიღაცა ამ გოგოს სურათებს და პურისგან გაკეთებულ ადამიანს, რომელსაც მგონი ბავშვი უჭირავს ხელში. მესაფლავემ იპოვა უამრავ ადგილას", - წერს მომხმარებელი.