x
image
Lerato
მუცლის მოშორება მხოლოდ ერთი სუნთქვითი ვარჯიშით

image


ოცნებობთ ბრტყელ და ლამაზ მუცელზე? ამისათვის არსებობს ერთი ძალიან სასარგებლო მეთოდი, რომელსაც აქტიურად იყენებენ იოგას ვარჯიშის დროს. ამით საშუალება გეძლევათ არა თუ გაიმკვრივოთ მუცლის შიდა კუნთები ძალიან მოკლე დროში (3 – 4 კვირაში), არამედ შეიმციროთ წელის გარშემოწერილობა, პრესი კი რელიეფური გახადოთ.


image


რა თქმა უნდა, რაც უფრო ხშირად შეასრულებთ ამ ვარჯიშს, უფრო სწრაფად მიიღებთ ეფექტს. შედეგის მისაღებად ეცადეთ სულ ცოტა კვირაში 5-ჯერ მაინც გააკეთოთ. მუცლის კუნთების ტონუსში მოსაყვანად თავდაპირველად დრო დაგჭირდებათ, შემდეგ კი უფრო ნაკლებ ძალისხმევას დახარჯავთ ამის კონტროლზე.


ვარჯიში, რომელიც სწრაფად ამაგრებს მუცლის კუნთებს:


1. დაწექით ზურგზე. ხელები მოათავსეთ სხეულის გასწვრივ. მუხლებში მოხრილი

ფეხები დააწყვეთ იატაკზე. კუნთები მოადუნეთ. ამოისუნთქეთ ნელა და ფილტვები ჰაერისგან გაათავისუფლეთ.


2. როდესაც ფილტვები დაცარიელდება, დაიწყეთ მუცლის კუნთების დაჭიმვა. მაქსიმალურად შეზნიქეთ და სუნთქვა შეიკავეთ. დააფიქსირეთ მუცლის ქვედა წერტილი და ეცადეთ 10–15 წამის მანძილზე დაჭიმული გქონდეთ კუნთები. შემდეგ ცოტა ამოისუნთქეთ და ისევ შეზნიქეთ მუცელი.


3. არ მოადუნოთ პრესი, ჩაისუნთქეთ, დაჭიმეთ მუცლის კუნთები და ისევ შეაჩერეთ სუნთქვა 10–15 წამით. ისევ შეზნიქეთ მუცელი და შეიკავეთ სუნთქვა.


4. ახლა ამოისუნთქეთ, მოადუნეთ პრესი და რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ბოლოს, შეზნიქეთ მუცელი იმდენად, რამდენადაც შეძლებთ და შემდეგ გამობურცეთ ამოსუნთქვის გარეშე. რამდენიმე წამით გაჩერდით და დაუბრუნდით საწყის პოზიციას.

0
954
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
954
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0