სხვა ეს 10 წუთიანი ვარჯიში სპორტულ დარბაზში გატარებული 1 საათის ტოლფასია 2016, 4 მარტი, 18:06
სხეულის კუნთების გასამკვრივებლად სულ არ არის აუცილებელი სპორტულ დარბაზში საათობით დაიქანცოთ სხვადასხვა სახის რთულ ტრენაჟორებზე ვარჯიშით. საკმარისია მხოლოდ ყოველ დღე თითო წუთი გააკეთოთ ეს 10 ვარჯიში, ერთი თვის შემდეგ საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. შაბათ-კვირას შეგიძლიათ შეისვენოთ კიდევაც. ვარჯიშების ეს კომპლექსი არ საჭიროებს დიდ სივრცეს. საკმარისია მხოლოდ 1 х 1 კვ. მ. 1. ირბინეთ ადგილზე ერთი წუთის მანძილზე, რაც შეიძლება მაღლა ასწიეთ მუხლები 2. ხელის გულებით დაეყრდენით იატაკს (ხელები არ უნდა გიცურავდეთ) და იხტუნეთ – ფეხები ხან გასწიეთ, ხან შეატყუპეთ, ზუსტად ერთი წუთის მანძილზე 3. გახსოვთ როგორ ხტუნავს ბაყაყი? გაიხსენეთ? იხტუნეთ ასე ერთი წუთის მანძილზე 4. ერთი ნაბიჯი წინ. ნახტომი რაც შეიძლება მაღლა. ფეხები შეანაცვლეთ 5. იხტუნეთ ასე ენერგიულად სულ ცოტა ერთი წუთის მანძილზე 6. იხტუნეთ ფეხიდან ფეხზე და აქტიურად დაიხარეთ ქვემოთ 7. წარმოიდგინეთ რომ სახტუნაოთი ხტუნავთ ერთი წუთის მანძილზე 8. დაწექით და შეეცადეთ ხელების დახმარების გარეშე წამოდგეთ ისე, რომ ფეხები თეძოებთან რაც შეიძლება ახლოს მიიტანოთ 9. მთელი სხეულის სიმძიმე ხელებზე გადაიტანეთ და ორივე ფეხით თავისუფლად იხტუნეთ 10. ფეხები რაც შეიძლება განზე დადგით და ჩაჯექით. შეეცადეთ ამ დროს ზურგი გამართულად დაიკავოთ წარმატებულ ვარჯიშს გისურვებთ! 1902 16-ს მოსწონს
|