ჩრდილოეთ დაკოტას შტატის ქალაქ ფორგოში მცხოვრებმა 36 წლის ნადინ შვაიგერთმა მარტის ბოლოს საკუთარ თავზე იქორწინა. ამით მან დაამტკიცა, რომ ქალს მამაკაცის გარეშეც შეუძლია ბედნიერი იყოს.
ქორწილის ცერემონიალზე ნადინმა 45 სტუმრისა და მღვდლის წინაშე დაიფიცა, რომ სამუდამოდ საკუთარი თავის ერთგული დარჩება, გარდა ამისა, თავს ნიშნობის ბეჭედიც უსახსოვრა.
პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ნადინი წლების განმავლობაში ელოდა ისეთი პიროვნების გამოჩენას, რომელიც გააბედნიერებდა, მაგრად ამაოდ. ბოლოს, მეგობრის რჩევით, საკუთარ თავზე დაქორწინება გადაწყვიტა. 11 წლის ვაჟი დედის გადაწყვეტილების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ დანარჩენი 2 შვილისა და მშობლების მხარდაჭერით ნადინმა სურვილი აისრულა.
რას არ გაიგებს კაცი :D