კაბები საუკეთესო საქორწინო კაბები კინოფილმებიდან 2012, 31 მარტი, 12:57 კინოფილმებში გამოყენებული საქორწინო კაბები ხშირად ახდენს გავლენას საქორწინო მოდაზე და ქალბატონების ოცნების საგანი ხდებიან.
გავიხსენოთ ლამაზი და უჩვეულო საქორწინო სამოსი კინოფილმებიდან.
„ბინდის საგის“ მთავარი გმირის ბელას საქორწინო კაბის დიზაინი კაროლინა ჰერერამ შექმნა.
დიზაინერმა ალფერდ ანჯელომ მისი ზუსტი ასლი შეკერა და ბელას თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა მიეცათ თავადაც მოირგონ საყვარელი მსახიობის მსგავსი კაბა.
2. ფილმის“პატარძლის მამა“ ეკრანებზე გამოსვლისას ელიზაბეტ ტეილორი 18 წლის გახლდათ. ფილმში მან მოირგო მდიდრული, გამჭვირვალე ჩანართებით გაფორმებული, მაქმანის საყელოიანი საქორწილო კაბა. 3. ოდრი ჰეპბერნი ფილმში „საყვარელი სახე“ წარდგა 60-იანი წლების სტილში გადაწყვეტილი საქორწილო კაბით-ფუშფუშა ქვედაბოლოთი და ნავისებური გულით. მსგავსი სილუეტი პოპულარული იყო 40-იანი, 50-იანი და 60-იანი წლების ბოლოს და ამჟამადაც არ კარგავს აქტუალურობას. 4.ფილმში „სექსი დიდ ქალაქში“ სარა ჯესიკა პარკერი Vivienne Westwood-ს ავანგარდულ კაბაში გათხოვდა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 5051 4-ს მოსწონს 2-ს არა
|