x
image
lady.ge
სეზონის ყველაზე მოდური ჯინსის ქვედაბოლოები
imageჯინსები ყველას უყვარს, შარვალი იქნება თუ კაბა, ნებისმიერი აღნაგობის, წონის და ფორმის ადამიანს შეუძლია მოირგოს და კომფორტულად ატაროს იგი, თუმცა მოკლე, ან ულტრამოკლე ჯინსის ქვედაბოლოები, რომლებიც სეზონის ერთერთი მოდური სამოსია, ყველას როდი უხდება. საიმისოდ რომ ჯინსის ქვედაბოლოში გამოწყობილმა, მოდური და გლამურული იმიჯი შეიძინოთ, მხოლოდ ლამაზი, სწორი ფეხები არაა საკმარისი. არის რამოდენიმე ნიუანსი, რომელიც აცილებლად უნდა გააჩნდეს თქვენს ჯინსის ქვედაბოლოს, რათა თავი სეზონის აქტუალური "მასთჰევის" მფლობელად მიიჩნიოთ.


რაც მოკლე მით უკეთესი - წლევანდელ სეზონზე, ჯინსის ქვედაბოლოები მაქსიმალურად დამოკლდა. ამიტომ აირჩიეთ, ულტრა-მოკლე სიგრძის, ორიგინალური ფაქტურებით გაფორმებული, ან უხეში ნაძენძი დაბოლოების მქონე მოდელები.

image

ფერების დიდი არჩევანი - მოდაშია, ყველანაირი ფერის ჯინსები, დაწყებული მუქი ლურჯით, დამთავრებული გახუნებული ნაცრისფერით, თუმცა ყველაზე მოდური მაინც მოთაგვისფრო-თეთრი დენიმია.


image

ნაკეცები და ფუშფუშები - მოდურია თუკი თქვენი ჯინსის კაბა, ბევრ ნაკეცს, რუშს და ე.წ "აბორკას" შეიცავს. ამიტომ თამამად ატარეთ "ფუშფუშა" მოდელები.

0
1764
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1764
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0