კაბები "ჯინსომანია" ჰოლივუდურად-ანუ ვის როგორი ჯინსები მოსწონს? 2012, 10 მაისი, 12:14 ჯინსი ეს ისეთი სამოსია, რომელიც პრაქტიკულობასთან ერთად, არასოდეს გადადის მოდიდან და არასოდეს კარგავს თავის აქტუალობას. თქმა არ უნდა, წლების და მოდის ტენდენციების ცვლილებასთან ერთად, პერიოდულად ჯინსების სტილი და ფორმაც იცვლის ფერს, მაგრამ თავად ჯინსის კულტი, იყო არის და იქნება ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრაქტიკული სამოსის სიაში პირველ ადგილზე ნებისმიერი ქალის გარდერობში. ოდესღაც სპეცტანსაცმლად გამოგონილმა სამოსმა წლების მანძილზე უზმოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღესდღეობით ჯინსი იმდენად "გაპრავდა" რომ მისი ჩაცმა უკვე "ფეშენ ევენთებსა" და გამოსასვლელ საღამოებზეც თავისუფლად შეიძლება, თუმცა იგი მაინც ყოველდღიური "ქეჟუალის" უცვლელ ატრიბუტად რჩება ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში. ამ მხრივ გამონაკლისები არც სელებრითები არიან და ჰოლივუდშიც საკმაოდ პოპულარულია "ჯინსომანია"
მაგალითად, ჰოლივუდური სტილის კანონმდებელი, მსახიობი სარა ჯესიკა პარკერი ვიწრო ან "ბოიფრენდის" სტილის ჯინსების დიდი სიყვარულით გამოირჩევა ძალიან უყვარს ჯინსები ჰოლივუდის ერთერთ გემოვნებიან ჩამცმელს ნიკოლ რიჩის სხეულის არცთუ იდეალური ფორმები, არ აფრთხობთ ჯინსების მიმართ სიყვარულის გამომჟღავნებაში ისეთ ვარსკვლავებს როგორებიც ქეით ჰადსონი და ჯენიფერ ლოპესი არიან ასე, რომ არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფიგურის პატრონი ხართ, ჯინსები თამამად შეგიძლიათ მოირგოთ, მთავარია მათი ფორმა შეარჩიოთ სწორად. 2565 2-ს მოსწონს 1-ს არა
|