ხშირად არ გვყოფნის ძილი. მოუთმენლად ველით დასვენების დღეებს, რათა კარგად გამოვიძინოთ. თუ ღამით ძილი არ გვეკარება უბრალოდ ვითვლით 100-მდე, 1000-მდე და ასე შემდეგ. თუმცა ბევრი იმ წარმოდგენებიდან, რომლებიც ძილის შესახებ გვაქვს, მცდარია - ყოველ შემთხვევაში, ასე ამტიკიცებემ სპეციალისტები.
1. თვლა უძილობისგან გვიხსნის
ძალიან გავრცელებული ხერხია: უძილობამ თუ შემოგიტიათ, დაითვალეთ...ცხვრები, მანქანები, ვარსკვლავები და ა.შ. მთავარია დაითვალეთ. მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დათვლა ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის. ძილის ამერიკული ორგანიზაციის წევრი, ექიმი ვინტერი ამბობს, რომ რიცა თავს ჩაძინებას აიძულებთ, უბრალოდ დროს კარგავთ და ამით თქვენი შფოთი უფრო ძლიერდება. "შეცვალეთ გარემო, გადადით სხვა ოთახში, წაიკითხეთ წიგნი" - გვირჩევს ვინტერი. იმ შემთხვევაში თუ უძილობა თქვენი მუდმივი თანმდევია, შეცვალეთ ადგილი, სადაც გძინავთ - ჩამოაფარეთ ახალი ფარდები, დააგეთ სხვა ფერის თეთრეული, გადააადგილეთ ავეჯი. მთავარია, არ გქონდეთ ასოციაცია უძილობასა და თქვენს საძინებელს შორის.
2. ძილის სადღეღამისო ნორმა 8 საათია
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადამიანისთვის საკმარისია 8 საათი ძილი, რათა სრულიად აღიდგინოს ძალები. ეს არ არის სწორი! თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია - ზოგს ექვსი საათიც ჰყოფნის, ზოგი კი გამოძინებას 10 საათშიც ვერ ახერხებს. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩი პოლიფაზური ძილის პრაქტიკას გადიოდა - დღე-ღამეში ცოტ-ცოტა ეძინა. ძილის რომელი ვარიანტია თქვენთვის იდეალური, ამის გაგება ადვილია: თუ გაიღვიძეთ გამოძინებულმა და თან არც ზედმეტი ძილისგან თავის ტკივილი გაწუხებთ, ესე იგი ყველაფერი რიგზეა და ეს არის თქვენთვის საჭირო ვარიანტი. მაგრამ არც ის დაივიწყოთ, რომ ძილის საჭირო დღე-ღამური რაოდენობა ასაკის მიხედვით იცვლება.
3. წინასწარმეტყველური სიზმრები - რეალობაა
მეცნიერებამ წინასწარმეტყველურ სიზმარს ახალი ახსნა მოუძებნა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, გენადი კოვროვის თქმით, ტვინი უზარმაზარი გამოთვლითი მანქანასავითაა, რომელიც მოვლენათა განვითარების უამრავ შესაძლო ვარიანტს ამუშავებს თქვენს აზრებსა და განცდებზე დაყრდნობით. აქედან ზოგი რამ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, ზოგი - დაგავიწყდეთ. წინასწარმეტყველური სიზმრები, როგორც წესი, კანონზომიერია - არაფერია საკვირველი იმაში, როცა მთელი დღის დამღლელი მუშაობის შემდეგ, ღამით მეცნიერს მენდელეევის სისტემა დაესიზმრება. ამასთან, მაღალი ანალიტიკური უნარების მქონე ადამიანებს მეტი შანსი აქვთ, რომ მათ სიზმარში "მოჩვენება" ეწვევა.
4. ხვრინვა მხოლოდ გარშემომყოფებს უშლის ხელს
ხვრინვა არა მხოლოდ თქვენს გვერდით მწოლიარე ადამიანისთვისაა კოშმარი, არამედ საკმაოდ საშიში დაავადების, ძილის აპნოეს სიმპტომიც შეიძლება იყოს. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია სუნთქვის შეჩერება ძილის დროს 10 წამზე მეტი ხნით. სპეციალისტები გვირჩევენ: თუ ხვრინვა თქვენი მუდმივი თანამდევია, მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევა.
5. მუსიკა და კონდიციონერი მძღოლისთვის გამომაფხიზლებელია
ყველა მძროლმა იცის, რომ თუ საჭესთან ძილი გერევა, გამოსაფხიზლებლად უნდა ჩართო ხმამაღალი მუსიკა და კონდიციონერი. მკვლევარი სომნოლოგი ვალსლებენი თვლის, რომ ამგვარი მოქმედებით ისეთივე რისკის ქვეშ აყენებთ საკუარ თავს, როგორც გზაზე ნასვამ მდგომარეობაში გასვლისას: "ორგანიზმი კომპიუტერივითაა. თუ მუხტი დაეცლება, შესაძლოა ნებისმიერ წუთში გაითიშოს. ასე რომ, თუ იგრძნბთ, რომ გეძინებათ, უბრალოდ გაჩერდით უსაფრთხო ადგილზე და დაიძინეთ ცოტა ხნით, " - გვირჩევს მეცნიერი.
6. დასვენების დღეებში გამოვიძინებ
ცდებით! სომნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, იაკობ ლევინი გვირჩევს:
თუ ცოტა გძინავთ და დილის ექვს საათზე გიწევთ ადგომა, მაშინ შეეცადეთ ყოველდღე ზუსტად ამ დროს ადგეთ - არც ადრე და არც გვიან". თუ დასვენების დღეებში საწოლში რამდენიმე საათით მეტს დარჩებით, ეს უარესი დარტყმა იქნება თქვენი ორგანიზმითვის, რომელიც დილით ადრე ადგომას შეეჩვია. მაგალითისთვის, აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორშაბათი ყველაზე დატვირთული დღეა ავტოავარიების მხრივ. ამის მიზეზი კი არის ის, რომ შაბათ-კვირას ცხოვრების ციკლის ცვლილების გამო მდგომარეობა გაუარესდა და ყურადღება შემცირდა.
7. უძილობა, რომლიც მთელი კვირა გრძელდება
ისევ და ისევ ექიმი ვინტერის თქმით, მასთან ხშირად მიდიან პაციენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეუძლიათ არ ეძინოთ რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში, ან ეძინოთ დღე-ღამეში მხოლოდ ერთი საათი. "სინამდვილეში მათ სძინავთ ჩემთან ვიზიტის დროსაც კი, ოღონდ გახელილი თვალებით. რა თქმა უნდა ძილის ხარისხი ამით უარესდება". საშუალოსტატისტიკური ადამიანი უძილოდ მხოლოდ 4-5 დღეს ძლებს. ამის შემდეგ, იაკობ ლევინის თქმით, იგი მთვარეული ხდება: "ივლის, ილაპარაკებს, შეკითხვებზე გიპასუხებთ, შეასრულებს გარკვეულ სამუშაოს, მაგრამ ამ ყველაფერს გააკეთებს მძინარე."