ნამცხვრები შოკოლადის ჩიზქეიქი 2015, 30 აგვისტო, 11:49
ინგრედიენტები:
ორცხობილა – 170 გრ. კარაქი - 75 გრ. შავი შოკოლადი - 220 გრ. შაქარი – 150 გრ. ნაღების ყველი (Mascarpone) - 370 გრ. კვერცხი – 3 ცალი ნაღები - 150 მლ. ვანილი - 1 მწიკვი მომზადება: 1. დაფხვენით ორცხობილა > შეურიეთ ერთმანეთს ორცხობილა და კარაქი > მოათავსეთ მიღებული მასა ფორმაში და გააბრტყელეთ (ეს იქნება ჩიზქეიქის ძირი). 2. გაადნეთ შოკოლადი. 3. ათქვიფეთ ნაღები და შაქარი > დაუმატეთ ყველი, კვერცხი, ვანილი და კარგად შეგრილებული შოკოლადი. ყოველი ინგრედიენტის დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ. 4. გულსართი მოათავსეთ ფორმაში, ორცხობილას თავზე. 5. შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმეში 1 სთ-ით. 6. როდესაც ჩიზქეიქი გამოცხვება და გაცივდება, შეგიძლადით გააფორმოთ შოკოლადით. 495 9-ს მოსწონს
|