კურიერის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოქროყანაში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ლევან გვაზავა, დაჭრეს. მისი ახლო ნათესავი, რეზო კალომლეწავი, კი გარდაცვლილია.
ერთი ვერსიით, გვაზავას იარაღიდან გაუვარდა, რამაც მისი ახლო ნათესავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ გვაზავამ თავის მოკვლა სცადა.
მეორე, ასევე დაუდასტურებელი ვერსიით კი, ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმას, რის შედეგადაც გვაზავა დაიჭრა, მისი ნათესავი კი დაიღუპა.
შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თავდასხმის ადგილი ამ დრომდე გადაკეტილია. იქ იმყოფება შს მინისტრი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
დაჭრილი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გენერალ-მაიორ ლევან გვაზავას, რომელიც ოქროყანაში დაჭრეს, ტყვია სახეში აქვს მოხვედრილი.
როგორც კურიერის კორესპონდენტს საავადმყოფოსთან მყოფმა გვაზავას ნათესავებმა უთხრეს, ის დეიდაშვილთან ერთად, რომელიც ინციდენტისას მოკლეს, ოქროყანაში ძმასთან სტუმრად იმყოფებოდა. ინციდენტი კი თბილისში უკან დაბრუნებისას მოხდა.
ერთი ვერსიით, გვაზავას იარაღიდან გაუვარდა, რამაც მისი ახლო ნათესავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ გვაზავამ თავის მოკვლა სცადა.
მეორე, ასევე დაუდასტურებელი ვერსიით კი, ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმას, რის შედეგადაც გვაზავა დაიჭრა, მისი ნათესავი კი დაიღუპა.
როგორც ინგოროყვას კლინიკასთან მყოფმა გვაზავას ნათესავების ერთნა ნაწილმა კურიერთან განაცხადა, ადგილი ჰქონდა თავდასხმას, რის შედეგადაც გვაზავა დაიჭრა, მისი დეიდაშვილი კი გარდაიცვალა.
მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და უბედური შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გვაზავას დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი, დაიღუპა და ამის გამო გვაზავამ თავის მოკვლა სცადა.
საქმეს პროკურატურა იძიებს და ვერსიებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. თუმცა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი, გვაზავას მეორე დეიდაშვილი, გურამ თათელაძე, გუშინ დაკითხვაზე იმყოფებოდა.