x
მეტი
  • 28.11.2024
  • სტატია:138508
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512179
ამოუხსნელი ხასიათის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანა
image


ჩვენი პლანეტა ძალზედ ამოუცნობი, უამრავი ფენომენის მატარებელია, რომლებიც დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ფლობენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში. თუმცა, უმეტესი მათგანი ადამიანის გონებისთვის სრულიად მისაწვდომია და ამოხსნადი, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენც- დაინტერესებული პირები გავეცნოთ მათ. მაშასადამე კაცობრიობის ისტორია სავსეა უძველესი, მითიური ცივილიზაციითა და რიგ განვითარებებით, სწორედ ასეთ ფენომენებზე მინდა გესაუბროთ, კერძოდ კი იმ იდუმალ მოვლენებზე, რომელთაც არქეოლოგებმა მიაგნეს, თუმცა მათ სიღრმეში მეცნიერები ვერა და ვერ ჩაძვრნენ და დღემდე იდუმალ და საინტერესო, ამოუხსნელ ხასიათს ატარებენ და რჩებიან სადღაც ჩრდილში.


image



1. ფიგურები ნასკას ველზე. ეს ფიგურები, რომლებიც არქეოლოგიურად აღმოჩენილია, დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩება, ვინაიდან თარიღდება 2-ე საუკუნემდე ინკების ან ნასკას ცივილიზაციით და შესამჩნევი მხოლოდ ჩიტის სიმაღლიდანაა შესაძლებელი. ამ გამოსახულებების მასშტაბები მართლაც რომ შთამბეჭდავია: არწივი სიგანით 120 მეტრია, ობობა 46 მეტრი, ხვლიკი 188 მეტრი. იმდროინდელი ადამიანის გონების შესაძლებლობებს არ ექვემდებარება ამგვარი მაჩვენებლები და ამიტომ ეს საიდუმლო დღემდე ამოუხსნელი რჩება.
imageimageimage



2. მოაის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე. მოაი - დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებებია. მოაის ყველა ქანდაკი მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული და არ არის შეწებებული ან მიმაგრებული ერთმანეთზე. ეს გიგანტური ქვის ქანდაკებები დაახლოებით 600-800 წლის წინ აშენდა აღდგომის კუნძულზე, რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში და დღეს ის ჩილეს ეკუთვნის. სახელი „აღდგომის კუნძული“ კუნძულს ოფიციალურად პირველმა ევროპელმა მნახველმა, ჰოლანდიელმა მკვლევარმა იაკობ როგევენმა უწოდა, რომელიც მას შემთხვევით წააწყდა 1722 წლის აღდგომა დღეს, როდესაც ის დეივისის კუნძულებს ეძებდა. როგევენმა მას პააშ-ეილანდი უწოდა (XVIII საუკუნის ჰოლანდიურ ენაზე „აღდგომის კუნძული“). ამ "კერპების" ზომები შთამბეჭდავია- 3 120 მეტრი სიგრძით და წონით კი თითო 10-დან 20 ტონამდე იწონის. ასეთი მასშტაბებით მახასიათებელი ქვების გადაადგილება მხოლოდ სპეციალური ბერკეტების საშუალებითაა მოსახერხებელი, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას დღემდე სწამს მოსაზრება, რომ ქვის ეს სტატუეტები თავად მოდიოდა და ჯდებოდა განკუთვნილ ადგილას. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქანდაკებები თავდაპირველად არ იყო ჩაფლული მიწაში, ისინი კლიმატის ცვლილებების შედეგად მოექცნენ მიწის ქვეშ. კუნძულზე სულ 887 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ.


imageimage

image

image






3. სტოუნჰენჯის ლოდები ინგლისში. ქვის ტაძრად წოდებული ლოდების კომპლექსი ერთ-ერთი ამოუხსნელია უძველეს ცივილიზაციებს შორის, რომელიც ლონდონიდან 130 კმ-ში მდებარეობს. 30 ცალი, თითოეული 4 მეტრის სიამღლის ქვა დიამეტრით 33 მეტრს ქმნიან. ყოველი ადგილობრივი ლეგენდა უკავშირდება Stonehenge-ს მშენებლობას, ლეგენდარულ ჯადოქარ მერლინს და მიაჩნიათ წარმოუდგენლად მისტიურ ადგილად. აკადემიურ წრეებს შორისი, უძველესი მოსაზრების საფუძველზე, გამოიყენებოდა ასტრონომიულ ლაბორატორიად. ადგილი კი თარიღდება 5000-ზე მეტი წლით.

imageimageimage



4. სეკსაიუმანის ტაძარი პერუში. ეს უძველესი ტაძარი აგებულია 1471-1493 წლებში, პერიოდში, როდესაც რწმენა დაყოფილი იყო სხვადასხვა ღვთაებების მიმართულებით, მზის სახლად და იარაღის და ომის სახლად, ტაძარიც შესაბამისად ორ ნაწილად იყო გაყოფილი. 1536 წელს ტაძარი ხელთ ჩაიგდო ესპანეთმა და აქციეს კარიერად, რაც ბარბაროსული საქციელია. სასწაული კი ამ ტაძარში ქვების წყობაა, ნამდვილად წუნდაუდებელი და მათ დასაწებებლად არანაირი საშუალება არაა გამოყენებული და შემორჩენილ ნაგებობაზეც ნათელია, რომ ქვებს შორის სიმჭიდროვე ისეა დაცული, ნემსსაც ვერ გაატარებთ.

imageimageimage





5. ქვის უზარმაზარი ბურთულები კოსტა-რიკაში. 300 მეტი, 2 დიამეტრისა და მასით 16 ტონის ქვის მრგვალი ბურთულები 1930 წელს კოსტა-რიკაში მდინარე დიკვის სანაპიროსთან აღმოაჩინეს, როდესაც მუშები ასრულებდნენ გაწმენდით სამუშაოებს ჯუნგლებში, ბანანის პლანტაციების დასარგავად. ლოკალური ლეგენდის მიხედვით კი ქვების შუაგულში უნდა ყოფილიყო დამალული ოქრო, თუმცა ლეგენდა არაა დადასტურებული, ბურთები გატეხეს და შიგნით არ აღმოჩნდა ოქრო. თანამედროვე ტექნოლოგიები არ იძლევიან საშუალებას მსგავსი ბურთების შექმნის პროცესისას, მოქანდაკეებისთვის კი დღემდე წარმოუდგენელია მსგავსი რამ.

imageimage



6. სამყაროს უძველესი გვირაბი- ე.წ. ქვის ხანის გვირაბი. არქეოლოგების მიერ მიწისქვეშა გვირაბების უდიდესი ქსელი იქნა აღმოჩენილი, რომელიც მთელი ევროპის ქვეშ ესპანეთიდან თურქეთამდეა გაჭიმული, ქვის ხანის პერიოდისაა და 10 000 წლით თარიღდება. მეცნიერები კი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ნადირობისა და შეკრების გარდა, ხალხი მიწისქვეშა გათხრებითაც ყოფილა დაკავებული, რეალური მიზანი გვირაბებისა კი რჩება საიდუმლოდ. თუმცა უმეტესი მკვლევარი მიიჩნევს, რომ გვირაბების მიზანი იყო ადამიანი დაეცვა თავდამსხმელი ცხოველებისგან, ცუდი ამინდისგან და ომის პერიოდში. გასაოცარი კი ისაა, რომ ამხელა გვირაბების გათხრამ ქვის ხანის პერიოდში მოითხოვა უამრავი დრო, მუშა ხელი და რესურსები.

imageimage




7. ინკების ოქროს თვითმფრინავი. გასული საუკუნის შუა პერიოდში ლათინო-ამერიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა ინკების პერიოდის ოქროს "სტატუეტი", რომელსაც ჰქონდა კუდი და ფრთები, თუმცა არ ჰგავდა სრულებით ჩიტს, ამიტომ მკვლევარებმა მიიჩნიეს რომ ეს აღმოჩენა დაკავშირებული იქნებოდა აუცილებლად მწერებთან ან ფრინველებთან. 1956 წელს ნიუ-იორკში გაიმართა გამოფენა "ამერიკის ოქრო კოლუმბამდელ ეპოქაში" და ეს სტატუეტებიც გამოფინეს. სწორედ იქ შენიშნეს ისინი ავიაკონსტრუქტორებმა, რომლებიც ქმნიდნენ პირველ რეაქტიულ თვითმფრინავს. ამ "ოქროს თვითმფრინავების“ აეროდინამიკურ მილში გამოცდის შემდეგ გააკეთეს საოცარი აღმოჩენა - დელტისებური ფრთების და ვერტიკალური კუდის წყალობით ეს ოქროს ჩიტი-მწერები იდეალურად დაფრინავდნენ დიდი სიჩქარით, რომელსაც ჯერ კიდევ ითვისებდნენ 1950-იან წლებში. გამოკვლევის შემდეგ ოქროს ფიგურები მუზეუმში დააბრუნეს, ხოლო დელტისებური ფრთები და მაღალი ვერტიკალური კუდი კი თვითმფრინავების განუყოფელი ნაწილი გახდა, რომელსაც დღესაც იყენებენ.

imageimage




8. იკის ქვები. ეს მეტად უცნაური და ამოუცნობი ქვები დღეს უკვე 50 000-ზე მეტია აღმოჩენილი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, რომელთა დიამეტრი 1 სმ-დან 1, 5 მეტრამდეა. ქვებზე დეტალურადაა ასახული სტრუქტურა- ადამიანთა არსებობა დინოზავრებთან ერთად, თუ როგორ ჭამენ დინოზავრები ადამიანებს, ოპერაციის მსვლელობები ორგანოების ტრანსპლატაციით (გადანერგვა), უცნაური საფრენი აპარატები, რაც არც თუ ისე ადვილი პროცესია და შთამბეჭდავია ის, რომ უმაღლესი ხარისხითაა შესრულებული ყველაფერი, ვინაიდან დღემდე იდეალურადაა შემონახული ამ არტეფაქტების სტრუქტურები ქვებზე, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების შედეგად უძველეს სამარხებში აღმოაჩინეს. არც ის გახდა თანამედროვე მეცნიერებისთვის ცნობილი, თუ რა ხელსაწყოთი იქნა მოხატული ეს ქვები.

imageimageimageimage



9. ალუმინის სოლი. 1947 წელს რუმინეთში ექსპედიციის მიერ 10 მეტრით მიწის სიღრმეში აღმოჩენილი იქნა სამი ობიექტი, რომელთაგან ორი მათგანი პრეისტორიული პერიოდის სპილოს ძვლები აღმოჩნდა და თარიღდება 2, 5 მილიონი წლით წინ, ხოლო მესამე ობიექტი კი გახლავთ ალუმინის სოლი, რომელიც ასევე იმ ძვლებთან ერთად იპოვეს. მოგეხსენებათ, რომ ალუმინი ძნელად მისაღები ლითონია, რომელიც ყველა სტანდარტის შესაბამისად 19-ე საუკუნეში დახვეწეს. ამიტომ ვერანაირი ახსნა ვერ მოუძებნეს მეცნიერებმა, თუ როგორ აღმოჩნდა 2, 5 მილიონი წლის წინათ პრეისტორიული სპილოს ძვლებთან ერთად ეს ლითონი.

image




10. დაუმთავრებელი ობელისკი (ეგვიპტე). ასუანის აღმოსავლეთით, მდინარე ნილოსის სანაპიროსთან ათასობით წლის განმავლობაში მდებარეობს 42 მეტრი სისქისა და წონით 1185 ტონა ვარდისფერი გრანიტის დაუმთავრებელი ობელისკი. მასზე წარწერები არ არსებობს, ამიტომ თარიღიც სავარაუდოა და უკავშირდება უძველესი ეგვიპტის 18-ე დინასტიის მიერ შექმნას, რადგან სწორედ 18 და 19-ე დინასტიის ფარაონებს შორის მოხდა ობელისკის დაცემა. ობელისკის გამოთლა დაუწყიათ პირდაპირ კლდეზე, თუმცა როგორც ცხადია წასულა ბზარები და მიუტოვებიათ.

imageimage



11. ტაოსური ხმაური. ახალი მექსიკის ქალაქ ტაოსში მონოტორულად ხშირად ისმის დიზელის ძრავის მაგვარი ხმაური, რომელიც ადამიანის ყურს გაუგონარი ხმაურის დროსაც არ რჩება. მისი კვლევებით დღემდე ათასობით მეცნიერი იყო დაინტერესებული, თუმცა დეტალური ანგარიში ამ თავსატეხისა არ არსებობს.

image




12. ჯორჯიის ფილები- "Georgia Guidestones" . ჯორჯიის ქვის ფილები მდებარეობს ამერიკაში ჯორჯიის ჩრდილო-დასავლეთით კლდოვან მაღლობზე ელბერტში და მიუხედავად იმისა, რომ 1979 წელს შეიქმნა, მაინც საიდუმლო ხასიათს ატარებს. ნაგებობა შედგება ექვსი, თითქმის ოცტონიანი გრანიტის მოპირკეთებული ფილისგან, რომელთა სიმაღლე ხუთი მეტრია, ჯამში კი 100 ტონას შეადგენს. ერთი ფილა მოთავსებულია ცენტრში, ოთხი - მის გარშემო, ხოლო ბოლო ფილა ამ ხუთი ფილის ზემოთ დევს, რომლებიც ასტრონომიული მოვლენების მიხედვით არის განლაგებული. ძეგლიდან დასავლეთით მიწაზე მდებარეობს ქვის ფილა წარწერით, რომელიც ფილაქნების წარმოშობასა და დანიშნულებაზე გვამცნობს. ამ ფილებზე 10 ახალი მცნებაა დაწერილი ინგლისურ, სუაჰილურ, ინდურ, ებრაულ, არაბულ, ჩინურ, რუსულ და ესპანურ ენაზე. ძეგლი საზეიმოდ გახსნეს 1980 წლის 22 მარტს. გახსნის ცერემონიას 400 (სხვა მონაცემებით კი 1000) ადამიანი ესწრებოდა. დღემდე ხსნიან მეცნიერები თუ რისთვის შეიქმნა იგი და რა ხასიათს ატარებს, ხოლო ამ ფილებზე კი შემდეგი 10 მცნება წერია, რომელიც ახლო წინაპრებმა დაგვიტოვეს:


1. დაე, დედამიწის მოსახლეობა არასოდეს გადააჭარბოს 500 მილიონს, რათა მუდმივ წონასწორობაში იყოს ბუნებასთან.

2. ცხოვრებისეული მომზადების ღირებულებისა და კაცობრიობის მრავალფეროვნების ამაღლებით, გონივრულად მოაწესრიგეთ შობადობა.

3. ჰპოვეთ ახალი, ცოცხალი ენა, რომელიც შესძლებს კაცობრიობის გაერთიანებას.

4. გამოიჩინეთ შემწყნარებლობა გრძნობების, სარწმუნოების, ტრადიციებისა და მათ მსგავსთა მიმართ.

5. დაე, სამართლიანმა კანონებმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ დაიცვას ერები და ხალხები).

6. ყოველმა ერმა თვითონ გადაწყვიტოს თავისი საშინაო საქმეები, მსოფლიო სამსჯავროზე კი მხოლოდ ზოგადეროვნული პრობლემები გამოიტანოს.

7. თავი აარიდეთ წვრილმან სასამართლო გარჩევებს და უსარგებლო მოსამსახურეებს.

8. მხარი დაუჭირეთ წონასწორობას პირად უფლებებსა და საზოგადოებრივ მოვალეობებს შორის.

9. უპირველეს ყოვლისა დააფასეთ სიმართლე, სილამაზე და სიყვარული. მიისწრაფვოდეთ ჰარმონიისკენ უსასრულობასთან.

10. ნუ გაუხდებით კიბოდ დედამიწას, ბუნებას დაუტოვეთ თავისი ადგილი.


imageimage

imageimageკიდევ ერთი წარწერა ჯორჯიის ფილებზე ამოტვიფრული: "დაუთმეთ ეს ფილები გონიერ ეპოქას", ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს შემდეგ იცხოვრებენ და ამ ფილაქნებში ჩადებული პოსტულატების რაციონალურად შეფასების უნარი ექნებათ.

image

ჯორჯიის ფილების კოორდინატებია: 34°13'55.14'' ჩ. გ. 82°53'40.22'' ა. გ.

ძეგლის მესაკუთრე უცნობია, მაგრამ გასაგებია, ვინ შეიძლება ის იყოს. ჯორჯიის ფილები მოწოდებულია "შეცვალოს" ღვთის 10 მცნება, რომლებიც, როგორც ილუმინატები ფიქრობენ, უკვე მოძველდა, ამიტომაც, როგორც შეთქმულების თეორიის მომხრეები ფიქრობენ, თვითონვე შეადგინეს უახლესი "მცნებები" და ამ ძეგლის მეშვეობით აუწყეს მსოფლიოს.

მონუმენტის შექმნის მიზანია ადამიანთა ყურადღება მიაპყრონ პლანეტის მოსახლეობის ტოტალური შემცირების საკითხს და ამ აზრს ნელ-ნელა შეაჩვიონ. მანიპულატორებისთვის აუცილებელია მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რადგან მათ აუცილებლად დასჭირდებათ მუშახელი, მომსახურე პერსონალი და სამთო-მომპოვებელი მუშაობისთვის საჭირო ძალა და სპეციალისტები. როგორც ჩანს 500 000-ზე მეტი ადამიანის მომსახურეობა მათ უჭირთ. ამიტომაც ასე გადაწყვიტეს:

1. ადამიანთა რაოდენობის 93% მაინც უნდა იქნეს ლიკვიდირებული (მოდი საგნებს თავისი სახელი ვუწოდოთ) პოლიტიკოსების, ექიმების, მასმედიის და სხვა საშუალებათა დახმარებით. ამისთვის Codex Alimentarius-ის ჩარჩოებში მათ დანერგეს მიკროჩიპები, აცრები, გენმოდიფიცირებული პროდუქტები და სხვა.

2. დარჩენილ კაცობრიობას დაჩიპავენ და "შეფუთავენ" მონობაში, წინასწარ გაუხრწნიან ოჯახურ ცხოვრებას იუვენალური იუსტიციის დანერგვით. ასე იყენებენ ისინი ბავშვებს თავიანთი შემაძრწუნებელი ექსპერიმენტებისთვის, ორგანოთა ტრანსპლანტაციებისთვის და საკუთარი სიამოვნების დაკმაყოფილებისთვის.

3. "დაბლოკავენ" ახალი მსოფლიო წესრიგისთვის არასაჭირო პირებს, რომ სიკვდილის შემდეგაც კი არსად იყოს მათი ხსენება (მათი იდეები კვლავ რომ არ გაცოცხლდეს).



სწავლულების თქმით, ჯორჯიის ფილები - კიდევ ერთი "შეხსენებაა" კაცობრიობისთვის, თუ რა ადგილი განუკუთვნა მას მზის ქვეშ ელიტარულმა, საიდუმლო საზოგადოებამ. ეს იგივეა, რაც ძაღლს უბრძანო: "დაჯდომა", "კუთხეში დგომა", ან "დაწოლა" - ეს არის საცოდავი მცდელობა ჯერ მოათვინიერო, შემდეგ დაეუფლო კაცობრიობას.


კაცობრიობა - უდიდესი ძალაა და ამას სწორედ ამის საწინააღმდეგოს მტკიცება ადასტურებს. სიტყვები ამ ქვის ფილებზე - განაჩენი კი არ არის, არამედ უსასოობის ტრანსპარანტი და გაყიდულ სამართლიანობისა და მონობის სისტემის ნგრევის თვალსაჩინო გამოხატულება. ეს არის ილუმინატების გეგმა, რომელსაც აღსრულება არ უწერია.


15
3381
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3381
  
2018, 6 თებერვალი, 17:56
მადლობა
2018, 6 თებერვალი, 17:08
საინტერესო სტატიაა.
2016, 12 ივნისი, 12:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 12 ივნისი, 12:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2016, 11 ივნისი, 20:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2016, 11 ივნისი, 14:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2016, 5 ივნისი, 18:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 17 დეკემბერი, 12:59
კომენტარი დამალულია, შეიცავს უცენზურო სიტყვებს, სპამს ან არის არათემატური. გამოჩენა
2015, 2 სექტემბერი, 19:53
:* :* შენ კი ჩემი ;)
2015, 2 სექტემბერი, 19:36
ჩემი ჭკვიანი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10