საბუნებისმეტყველო პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირას არის 2015, 30 აგვისტო, 11:43
უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8, 6-ჯერ გაიზარდა, წინა საუკუნის 10 წლიან მაჩვენებლებთან შედარებით. ბოლო 110 წელის მანძილზე მიწისძვრების დროს დაღუპული ადამიანების 31, 5% სწორედ უკანასკნელ 10 წელზე მოდის. წინა ასწლეულთან შედარებით, გაიზარდა ვულკანების რიცხვის სტატისტიკური მაჩვენებელიც. 1999-2009 წწ. ცუნამების შედეგად უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე XX საუკუნის მანძილზე. ეს მონაცემები, ადამიანების უმრავლესობისთვის, მხოლოდ სტატისტიკაა და მეტი არაფერი. დედამიწა კი ასეთი გახშირებული სტიქიური მოვლენებით გვაფრთხილებს, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებელია, ახლო მომავალში, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. იმისათვის რომ პრობლემა მოვაგვაროთ, ჯერ უნდა დავადგინოთ მისი გამომწვევი მიზეზი. სტატიის დასაწყისში, აღნიშნული იყო რომ სულ უფრო მეტად იზრდება წარმოება. წარმოების გაზრდისას იზრდება მოთხოვნილება ენერგომატარებლებზე, ძირითადად, ნავთობზე. ამ უკანასკნელის ტრანსპორტირება, ერთი კონტინენტიდან მეორეზე, სპეციალური ტანკერებით ხდება, ოკეანეების გავლით. 3, 5 მილიარდი წლის წინ, სიცოცხლე ოკეანეში ჩაისახა და იქიდან მოყოლებული, ოკეანე გამუდმებით ზრუნავს ყველა ცოცხალ არსებაზე, წყალში და ხმელეთზე. ის გვამარაგებს წყლით, ჟანგბადით, არის ტემპერატურის მარეგულირებელი. ოკეანე აყალიბებს კლიმატს დედამიწაზე. ის არის ამინდის შემქმნელი მთელს პლანეტაზე. დღეს თუ სეზონისთვი შეუფერებელი ამინდებია და სტიქიურმა უბედურებებმაც იმატა, იმის ბრალია, რომ მსოფლიო ოკეანეს ზედაპირი იმდენად არის დაბინძურებული, რომ მას უჭირს თავისი ფუნქციის შესრულება. გარდა ამისა, მსოფლიო ოკეანე სავსეა მყარი სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ამ ნარჩენების ერთი ნაწილი, დინებების მეშვეობით, წყნარი ოკეანის ჩრდ. ნაწილში მოგროვდა და ხელოვნური, ნაგვის კუნძული შეიქმნა, რომლის ფართობი აშშ ტერიტოტიის ფართობს აღემატება.
მაგრამ, რა გველის ჩვენ ამ ფონზე? 365 8-ს მოსწონს
|