x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
წიგნების საერთაშორისო ფესტივალი
image

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, გაგრძელდება 24-27 მაისამდე.უამრავი მყიდველი და დამთვარიებელი ეწვია პირველივე დღეს როგორც ჩანს დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველი საზოგადოების, ამ შესანიშნავმა ღონისძიებამ.მართლა უამრავი ხალხი იყო ყველა ასაკის წიგნების საყიდლად მე პირადად რამოდენიმე საათი მომიწია რიგში დგომა და მე ძალიან მიხარია, რომ ხალხში კვლავ იღვიძებს წიგნების სიყვარული (თუმცა არც ჩამკვდარა მემგონი) დიდი მადლობა წიგნების ყველა გამომცემლობას, რომ ამდენ სიახლეს გვთავაზობენ და ხელს უწყობენ წიგნიერების დამკვიდრებას საზოგადოებაში.ნამდვილად საჭიროა ასეთი ფესტივალები და მოხარული ვიქნები თუ მალმალ ჩატარდება მსგავი ღონისძიებები.

ხო შეგახსენებთ რომ ყველა წიგნზე იყო გრანდიოზული ფასდაკლებები სერიულ გამოცემები აქციის ფასებში შეგიძლიათ შეიძინოთ, ასევე მინიმუმ 5 კილოგრამი მაკულატურა შეგიძლიათ მიიტანოთ და გაცვალოთ ახალ წიგნში.


უფროდაწვრილებით ალბათ ტელევიზიიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან შეიტყობთ ამ ამბავს მე ის დავწერე მხოლოდ რაც ვნახე და რასაც ვფიქრობ(ესეც მოკლედ:))აბა თქვენიცით აუცილებლად მიბრძანდით და მოასწარით თქვენთვის სასურველი წიგნის შეძენა სასურველ ფასად.



ხო მისამართსაც დავწერ ყოველ შემთხვევაშია.წერეთლის გამზირი #118 ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონი.

2
43
2-ს მოსწონს
ავტორი:ვინდშაიდ
ვინდშაიდ
43
  
2012, 28 ოქტომბერი, 11:52
++
0 1 2