სად და რა ვითარებაში გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი ანდრეა დვალიშვილი?..
ბიჭის ცხედარს რამდენიმე ქალაქში ამ დრომდე ეძებს ოჯახი. ანდრეა 19 აგვისტოს ორგანიზაციამ ჯანმრთელი ბავშვები სამკურნალოდ წაიყვანა, თუმცა ბავშვი გარდაიცვალა. მიზეზი ოჯახისთვის უცნობია. როგორც ცნობილია ბავშვი კვირას უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა შაბათს ოჯახს შეატყობინეს რომ ბავშვი გარდაიცვალა
გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნილი ბავშვი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კი გარდაცვლილის ცხედარს ამ დრომდე ვერ პოულობენ.
4 წლის ანდრია დვალიშვილი 19 აგვისტოს ორგანიზაციამ ჯანმრთელი ბავშვები სამკურნალოდ წაიყვანა.
ინფორმაციას გარდაცვლილის მშობლები ვერც ორგანიზაციისგან და ვერც საკონსულოსგან ვერ იღებენ.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ორანიზაცია ჯანმრთელი ბავშვებისგან ყოველდღიურად სხვადასხვა ინფორმაციას იღებენ.
“ხომ მითხარი უკან დავბრუნდებიო დეიდაა, ხომ მომეცი პირობა ჩემო ანგელოზო. რატომ დაგვტოვე, დეე. წამიყვანე მეც, იქაც გეთამაშები. ხომ ყველაზე ძალიან გიყვარდა ჩემთან თამაში ჩემო ანგელოზოო….ეს რა გაგვიკეთეს დე, ჩემო ვაჟკაცო, ჩემო ტკივილო, არ მჯერა არაა, უშენობას ვერ ავიტან, როგორ გადავიტანო უშენობა ანდრია”– ამ ჩანაწერს 4 წლის ანდრია დვალიშვილის დეიდა, თათია ნალიკაშვილი სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოსთან ერთად აქვეყნებს.