ავარია თბილისში - სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
უნივერსიტეტის ქუჩასთან სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. როგორც ცნობილია ამ საგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ორი ექიმი, რომლებიც გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა.
"თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების 2 ექიმი დაშავდა.
უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერთან სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და გაზგასამართი სადგურიდან გამომავალი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.საგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებული ორი ექიმი კი მცირე ტრავმული დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა. (წყარო რუსთავი2)"