სხვა ყველაზე სახიფათო სპეც-ოპერაციების გუნდები 2015, 24 აგვისტო, 20:44 მსოფლიოში არსებობს ძალიან ბევრი სპეციალური ოპერაციების გუნდები.
მაგრამ არსებობს გამოკვეთილი ნაწილი, რომლებიც ყველაზე სახიფათოები არიან
ამ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოს 11 ყველაზე სახიფათო სპეც-ოპერაციის გუნდებს... 11. GIGN - საფრანგეთი ![]() ამ სპეც-ოპერაციის გუნდს, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის პრევენციის განყოფილება ჰქვია. გუნდი 1972 წლის მიხენის ოლიმპიადების შემდეგ ჩამოყალიბდა. ![]() 400 კაციანი გუნდი ასევე ებრძვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ტერორისტული აქტების წინააღმდეგ. 10. SSG - პაკისტანი ![]() ამ სპეც-ოპერაციის გუნდს, პაკისტანის სპეც-დანიშნულების რაზმი ჰქვია. გუნდი ჩამოყალიბდა 1968 წელს. პაკისტანელებმა სპეც გუნდის ჩამოყალიბებაში მიბაძეს ბრიტანელებს და ამერიკელებს, მაგრამ გუნდის წევრების რაოდენობა ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ინახება. ![]() სპეც-ოპერაციების გუნდი XX-საუკუნეში მიმდინარე ცივი ომის დროს, აშშ-ს სპეცრაზმთან ერთად ასრულებდა ოპერაციებს. როგორც ცნობილია, ამ სპეც-დანიშნულების გუნდში 9000-მდე კაცია გაწევრიანებული... 9. Sayeret Matkal - ისრაელი ![]() ამ სპეც-ოპერაციის გუნდს, ისრაელის სპეცსამსახურების ჯარი ჰქვია. გუნდი გადის ძალინ რთულ წვრთნებს, დღესდღეობით ერთ-ერთი უძლიერესი სპეც-სამსახურია, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ტერაქტების წინაღმდეგ და ტყვებიის გათავისუფლების ოპერაციებში. ![]() 1957 წელს ჩამოყალიბებულ სამხედრო ორგანიზაციაში მთავარია, ფიზიკური და გონებრივი სიძლიერე. 8. EKO-Cobra - ავსტრია ![]() ამ სპეც-ოპერაციის გუნდს, ავსტრიის სპეციალური მოქმედების ერთეული ჰქვია. ეს ორგანიზაციაც 1972 წლის მიუხენის ოლიპიადის შედეგად ჩამოყალიბდა. მოგახსენებთ, რომ წლის მიუხენის ოლიმპიადაზე, ისრაელის გუნდის სპორტსმენები ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს. ![]() 450 კაციანი გუნდი გადის სპეციალურ ვარჯიშებს, სადაც ასწავლიან ორთაბრძოლას, სნაიპერობას, ტაქტიკას და თავდასხმას. 7. Delta Force - აშშ ![]() ამერიკული სპეც-რაზმი, რომლებიც ოსტატები ითველბიან ტერორისტებთან ბრძოლაში. ![]() 1977 წელს ჩამოყალიბებულ სპეც-დანიშნულების გუნდს, ასევე რეინჯერებს და მწვანე ბერეტიანებსაც ეძახიან. გუნდი აშშ-ს მოწინავე ორი ანტი-ტერორისტული სპეც-დანიშნულებიდან ერთ-ერთია. Delta Force-ს უპირველესად ევალება ტერორისტებთან ბრძოლა, მაგრამ ეს ქვედანაყოფი ასევე მონაწილეობას იღებენ ტყვეების გადარჩენაში, სამოქალაქო ომების წინააღმდეგ, ასრულებენ სპეციალურ დავალებებს, რომელიც მხოლოდ სპეც-რაზმის წევრებმა იციან. 6. JTF2 - კანადა ![]() 1993 წელს ჩამოყალიბებულ ორგანიზაციაში, თავდაპირველად რამოდენიმე ასეული იყო... 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ორგანიზაცია გაფართოვდა. ![]() გუნდს ჰყავს 600 წევრი, გუნდი მონაწილეობას იღებს ტერორისტების წინააღმდეგ სპეც-ოპერაციებში, ასევე მონაწილეობას იღებდნენ ერაყიდან ტყვეების გადარჩენაში და ბოსნიაში სნაიპერების განანდგურებაზე. 5. Bordo Bereliler - თურქეთი ![]() გუნდს ჰქვია თურქეთის სპეც-რაზმი. გუნდი განდი ძალიან რთულ სამხედრო ვარჯიშებს, ამ სპეც დანიშნულების რაზმში უმეტესად ოფიცრები და სერჟანტები წევრიანდებიან. ამ სპეც-რაზმს თითქმის ქვეყანაში მიმდინარე ყველანაირ კონფლიქტში ჩარევის უფლება აქვს. ![]() გუნდი ჩამოყალიბდა 1992 წელს. მონაწილეობას იღებენ ყველანაირ ოპერაციებში ქვეყანში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მთავარია ბრძანება მიიღონ. ამ გუნდში მოხვედრა არ არის მარტივი, გუნდისთვის ჯარისკაცებს, სპეციალურად გენერლები არჩევენ. ![]() 2004 წელს გერმანიაში ჩატარებულ სპეც-რაზმთა ტურნირში მონაწილეობას იღებდა 26 სპეც-დანიშნულების გუნდი. ამ ტურნირში პირველ ადგილზე თურქული Bordo Bereliler-ი გავიდა. 4. Alpha Group - რუსეთი ![]() გუნდის მეორე სახელია "Spetsnaz"-ი. რუსულად სპეცდანიშნულების რაზმს ნიშნავს. სპეცნაზი ჩამოყალიბდა, როგორც მშვიდობიანი სამხედრო გუნდი, მათი მოვალეობა იყო, მშვიდად მოეგვარებინათ ყველანაირი შიდა კონფლიქტები. ![]() სპეცნაზის გუნდის წევრებმა 1979 წელს, KGB-ს ბრძანებით წარმატებული ოპერაცია განახორციელეს ავღანეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ. 1970 წელს ინგლისში გაქცეული GRU-ს აგენტის ინფორმაციით, სპეცნაზს 30 000-მდე წევრი ჰყავდა. დღესდღეობით სპეცნაზის წევრების რაოდენობა გაორმაგებულია, შეიძლება გასამმაგებულიც, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია გასაჯაროვებული არ არის. 3. Shayetet 13 - ისრაელი ![]() ამ სპეც-ოპერაციების გუნდს, სამხედრო-საზღვაო ოპერაციებს სპეც-რაზმი ჰქვია. 13 საზღვაო ფლოტის გაძევების სახელით ცნობილი Shayetet 13, 1948 წელს ჩამოყალიბდა. სპეც-ოპერაციის გუნდის დავალებები ძალიან საიდუმლოდ ინახება. ![]() სპეც-რაზმი მსოფლიოში დიდი ქება-დიდებით სარგებლობს, მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს 70 -იან წლებში დაწყებულ ომში, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ისრაელი და არაბული სამყარო ბრძოლას იწყებდა. ამ სპეც-რაზმის დამსახურებაა, ზუსტად ის ფაქტი, რომ ომი მალევე, დიდი დანაკლისების გარეშე შეჩერდა და გადაიქცა ცივ ომად.... 2. Navy SEALs -აშშ ![]() როგორც ცნობილია, Navy SEALs -ს 2700-მდე მებრძოლი ჰყავს. მთლიანად მამაკცების შემდგარი ქვედანაყოფი, მონაწილეობას იღებს ყველანაირ ოპერაციებში, ეს იქნება ხმელეთზე, ზღვაზე თუ მთებში. ![]() ამ სპეც-რაზმის ვარჯიშები, მსოფლიოს ყველაზე რთულ ვარჯიშებად ითვლება, რადგან მოხალისეების 90 % ამ ვარჯიშებში იჭრება და გუნდში ვერ წევრიანდება. Navy SEAL -ი ასევე არის ის სპეც-დანიშნულების გუნდი, რომელმაც ოსამა ბინ-ლადენის მოკვლის ოპერაცია ჩაატარა. 1. SAS – დიდი ბრიტანეთი ![]() გუნდი ჩამოყალიბდა 1941 წელს, მისი სახელია სპეციალური საჰაერო სამსახური, ანუ Special Air Service (SAS). ისინი მონაწილეობას იღებდნენ ურთულეს დავალებებში და ოპერაციებში: მეორე მსოფლიო ომში, ინდონეზია-მალაიზიას ომში, ჩრდილოეთ ირლანდიის მოუგვარებელ პოლიტიკურ პრობლემებში, ფოლკლენდის ომში, აშშ-ერაყის ომში და ავღანეთის ომში. გუნდს ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო სნაიპერები, რომლების გამოყენებაც ხდება ურთულეს დავალებებში. ![]() Special Air Service (SAS) -ის კომანდოები, Navy SEALs-ის კომანდოებზე ბევრად უფრო უკეთესები არიან, ამას აღიარებს მთელი მსოფლიო. 1200 9-ს მოსწონს
|