x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არის ამერიკელების სამხედრო ფორმაზე დროშა უკუღმა გამოსახული
image
ამერიკის შეერთებული შტატების დროშა ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობადი დროშაა. ამჟამინდელ დროშას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა 1777 წელს. უკანასკნელი მოდიფიკაცია კი მოხდა 1960 წლის 4 ივლისს.

ბევრ ამერიკელს შეუმჩნევია, რომ ვარკვლავებიან-ზოლიანი დროშა, რომელიც სამხედრო ფორმაზეა გამოსახული, განსხვავდება ორიგინალისგან.
image
ამის შემჩნევა ძნელი არ არის ამერიკელი ჯარისკაცების ფოტოებს თუ დავაკვირდებით.
image
აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.

50 ვარსკვლავი, რომლებიც ამერიკის 50 შტატის სიმბოლოა, დროშის მარჯვენა მხარეს მდებარეობს.
image

სტანდარტულ დროშაზე კი ვარკვლავები მარცხნივ არის განლაგებული...

image
აღმოჩნდა, რომ დროშა ამგვარად იხატება არა მხოლოდ სამხედრო ფორმაზე. დააკვირდით, მაგალითად, თვითმფრინავის ამ ფოტოს.
image
13 ზოლი სიმბოლოა 13 ყოფილი ბრიტანულ კოლონიისა, რომლებმაც, ბოლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო.
image
ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ, მიუთითა რა სამხედრო წესდების 670-1 მუხლზე, აღნიშნული ფაქტი შემდეგნარად ახსნა: მოცემული სიმბოლოს ტარება შეიძლება მუნდირის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარზე.

მაგრამ ვარსკვლავი და ზოლები აუცილებლად უნდა "იყურებოდეს" წინ.
image

მეორე თვალსაზრისი მდგომარეობს იმაში, რომ დროშა უნდა იყოს სწორ მდგომარეობაში.

ამ შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ დროშა გამუდმებით "მიფრინავს" ზემოთ.
image

"დროშის ამგვარი ტარების დროს, მაყურებელს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ სიმბოლოს მატარებელი გამუდმებით წინ მიიწევს", - ნათქვამია წესდებაში.
image
"ამასთან, ამგვარი განლაგება შენარჩუნებული უნდა იყოს ორივე მხარზე".

საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა ასევე შეკითხვა დროშის მკრთალ ფერთან დაკავშირებით.
image

ამის ახსნა საკმაოდ მარტივია: მკრთალი ფერი აუცილებელია კამუფლაჟის დამცავი შეფერილობიდან გამომდინარე.
image



იხილეთ ასევე:


1. როგორ ინარჩუნებენ ქალურობას ისრაელის ჯარში მყოფი გოგონები



2. რატომ დახვრიტეს ქართველი ტანკისტები უნგრეთში


3. უცნობი ისტორია სტალინზე, პეპელაზე და ტანკზე...


4. სად არის ტანკების "სასაფლაო"?

5. 10 სამხედრო ოპერაცია, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეეძლო







3
4813
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4813
  
2016, 9 ნოემბერი, 13:13
:* მადლობააა ;)
2016, 9 ნოემბერი, 13:11
ძალიან საინტერესო თემააა
2016, 9 ნოემბერი, 12:59
საინტერესოა, არ ვიცოდი
0 1 3