x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136141
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510396
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ვიდეო - რა შედეგები მოჰყვება რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის ბირთვულ ომს
image

შედეგი იქნება 5 მილიარდი ადამიანის სიკვდილი და 10 წელი მზის სხივის გარეშე


აშშ-ში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა გადაიღეს ვიდეორგოლი ბირთვული ომის შესახებ და თუ რა მოხდება ომის დასრულების შემდეგ.


მეცნიერთა აზრით, ორი ძირითადი მონაწილე იქნება: რუსეთი და შეერთებული შტატები. კონფლიქტის შემთხვევაში ამერიკელების მხარეს დაიკავებენ "ნატოს " ევროპელი წევრები, - პირველ რიგში დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ბლოკის ყველა სხვა ქვეყნები. ნატოს წესდების თანახმად ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან პარტნიორი, ასე, რომ რაკეტები მათი მიმართულებითაც გაფრინდება. სავარაუდოდ ჩინეთი ასევე შევა დაპირისპირებაში და გამოავლენს თავის ბირთვულ იარაღს.



ანალიტიკოსებისა და მკვლევარების გამოთვლებით, ატმოსფეროში გაფანტული ფერფლი დედამიწას მზის სხივებისგან 10 წლის განმავლობაში დაფარავს და დადგება ბირთვული ზამთარი. ორმხრივი დარტყმების, რადიაციის, შიმშილისა და სიცივის შედეგად დაიღუპება რუსეთის, დასავლეთ ევროპის, ჩინეთის, აშშ-ის და სხვა სახელმწიფოების მაცხოვრებლების 99%. ასეთი აურზაურის შემდეგ ცივილიზაციის აღდგენის პროგნოზი ძალიან ბუნდოვანია.


ისიც საკითხავია, არის საერთოდ შესაძლებელია, რომ ადგეს?. როგორც ვიდეოში ამბობენ, "ასეთ ომში გამარჯვებული არ და ვერ იქნება.


მსგავსი ანალიზი ამერიკელმა მეცნიერებმა 2022 წლის სექტემბერშიც ჩაატარეს,

რუსეთსა და ნატოს შორის ჰიპოთეტური ბირთვული ომი მძიმე სცენარით წარიმართება და რამდენიმე საათში მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. ეს მოსაზრება გამოთქვა პრინსტონის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ალექს გლეიზერმა.


მისი თქმით, გლობალური თერმობირთვული ომის შედეგები დედამიწაზე სიცოცხლისთვის წარმოუდგენელი იქნება.


”დათვლილია, რომ 90 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპება და დაშავდება კონფლიქტის პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში, ” - თქვა გლეიზერმა.


მკვლევარები ასევე თვლიან, რომ რუსეთი იძულებული იქნება უპასუხოს ნატოს შეტევას. ვარაუდობენ, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ გაანადგურონ ერთმანეთის 30 მსხვილი ქალაქი და ეკონომიკური ცენტრი.


ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ იქნება ეკონომიკური და სოციალური კოლაფსი, ასევე ბირთვული ზამთარი, „რაც კიდევ უფრო გაამწვავებს კატასტროფას“.

4
737
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
737
  
2023, 11 ივლისი, 22:58
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
2023, 7 ივლისი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 ივლისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 30 ივნისი, 19:52
ამიტომაც გაურბის აშშ რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს, ქართველ ექსპერტებს რო კითხო ააშშ რუსეთს სწრაფად დაამარცხებსო, ვაი მაგათ პატრონს, მოკლედ ქართველი სამხედრო ექსპერტები იყოფა ორ კატეგორიად, დებილები და უფრო დებილები, შთაბეჭდილება მრჩება რომ კამათის დროს დებილები ცდილობენ უფრო დებილებს უფრო დებილის სტატუსი წაართვან, ეს ვიდეო ქართველ გამოექსპერტებულ დებილებს რომ ანახო იტყვიან რუსული პროპაგანდააო. ვაი ამათ პატრონს მაგარ უკანალში ვართ ამათი გადამკიდე.
0 1 4