x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352802
  • სურათი:489319
"თაფლის ხაფანგი" - როგორ ამზადებდა კგბ ჯაშუშ ქალებს კაცების შესაცდენად
imageქალის სილამაზის დახმარებით ინფორმაციის შეგროვება და ადამიანურ სისუსტეებზე თამაში ეფექტური ტექნიკაა, რომელსაც მსოფლიოში მრავალი სადაზვერვო სამსახური იყენებს. აქ ყველაზე მძლავრ იარაღად ცნობილი „თაფლის ხაფანგი“ ითვლება, რომელშიც ბევრი ცნობილი პიროვნება გაება. მსხვერპლნი ვერ ეწინააღმდეგებოდნენ ჯაშუშების სილამაზეს თუ მომხიბვლელობას და გასცემდნენ ყველაზე სანუკვარ საიდუმლოებებსაც კი.

საიდან გაჩნდა ტერმინი „თაფლის ხაფანგი“, უცნობია. მას შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი "სიყვარულის ქურუმებთან", რომლებიც მუშაობდნენ აღმოსავლეთ გერმანიის დაზვერვაში. მისიის შესრულების წინ მზვერავი ქალები ისხურებდნენ ბალახებისგან დამზადებულ სპეციალურ ნაყენს, რომელიც მამაკაცებს აღაგზნებდა. სექს-ჯაშუშობაში უდიდეს წარმატებას სწორედ გდრ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტმა „შტაზმა“ მიაღწია, რომელსაც ირონიულად „რომეო“ შეარქვეს.იქ მათ შეიმუშავეს გეგმა, -შეეგზავნათ მარტოხელა ჯაშუში ქალები მდივნებად დასავლეთ ბერლინის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დაწესებულებებში.

მაინც როგორ წვრთნიდნენ მზვერავ ქალებს? ერთ-ერთმა ყოფილმა საბჭოთა დაზვერვის ოფიცერმა გაამჟღავნა, როგორ ამზადებდნენ ჯაშუშ ქალებს.

მოსკოვში, ლუბიანკაზე იყო სპეციალური ექვსთვიანი კურსები, სადაც ჯაშუშებს ამზადებდნენ . კრიტერიუმების მთელი ჩამონათვალი იყო, რის მიხედვითაც გოგონებს სკოლაში იღებდნენ, ისინი რა თქმა უნდა მომხიბვლელები უნდა ყოფილიყვნენ, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულები და მაღალი ინტელექტი ჰქონოდათ, რა თქმა უნდა აუცილებელი იყო უცხო ენების ცოდნა.

აღსანიშნავია, რომ გოგონები შიშვლები უსმენდნენ ლექციებს, ორთქლის აბაზანებს იღებდნენ მამაკაცებთან ერთად, სწავლობდნენ გამოცდილი სექსოლოგებისა და „სიყვარულის ქურუმებისგან“ ცდუნების საიდუმლოებას. ტრენინგის ბოლოს ქალს უნდა სცოდნოდა და დაეცვა მთელი რიგი წესები, მაგალითად: არ გამართოს მოლაპარაკებები სხვების მიერ არჩეულ ტერიტორიაზე; შეაგროვოს ყველა წვრილმანი ინფორმაცია, გარეგნულად არ უნდა გამოავლინოს ინტერესი რაიმე თემის მიმართ; ისაუბროს თავად ცოტა, მაგრამ წაახალისოს პარტნიორი სალაპარაკოდ; არ შექმნას იდუმალი ქალის იმიჯი; ხოლო ყველაფერი ნანახი ან მოსმენილი უნდა დაშიფროს. გოგონებს ასევე აწავლიდნენ მოსასმენი აპარატურის მონტაჟს და ხმარებას.

ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედიც კი გაება „თაფლის ხაფანგში“, რომელიც მზვერავმა გდრ-იდან ელენ რომეჩმა დაუგო.

image

გოგონა აშშ-ში დასავლეთ გერმანიის გავლით გადავიდა საცხოვრებლად. ვაშინგტონში ელენს მოუწია იმ ღამის კლუბის ვარსკვლავი გამხდარიყო, რომელსაც ხშირად მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სწორედ ამ ოფიციალური პირების მეშვეობით დაამყარა კონტაქტი ელენ რომეჩმა პრეზიდენტთან. მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო, რომ კენედის შეეძლო რომეჩისთვის რაიმე ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ფაქტია ერთია, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ლამაზმანი გააძევეს შეერთებული შტატებიდან.

imageფოტოებზე:ელენ რომეჩი



მსახიობი ლარისა კრონბერგ-სობოლევსკაია გადაიბირა კგბ-მ და ქალმა საფრანგეთის ელჩი სსრკ-ში მორის დეჟანი "თაფლის ხაფანგში" გააბა. დიპლომატისა და მსახიობის შეხვედრის დროს ოთახში „ეჭვიანი ქმარი“ შემოიჭრა, რომელიც დიპლომატიურო სკანდალით და სასამართლოთი დაემუქრა. მორის დეიანმა დამხარებისთვის მიმართა მოსკოველ "მეგობრებს", რომლებმაც დუმილის სანაცვლოდ საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობა შესთავაზეს.



image

ფოტოზე: ლარისა კრონბერგ-სობოლევსკაია


ანა ჩეპმენი(ნამდვილი გვარი კუშჩენკო) ვოლ­გოგ­რად­ში და­ი­ბა­და. 2001 წელს დიდი ბრი­ტა­ნეთ­ში ანამ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ალექ­სი ჩაპ­მა­ნი გა­იც­ნო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ანა ქმარ­თან ერ­თად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში წა­ვი­და, მაგრამ მა­ლე­ვე და­შორ­და მე­უღ­ლეს, შემდეგ იგი აშშ-ში გადასახლდა. სკან­და­ლი რუსი ქა­ლის ირ­გვლივ 2010 წელს აგორ­და, რო­დე­საც ის ამე­რი­კა­ში ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ანამ აღი­ა­რა, რომ ჯა­შუ­ში იყო.ახალგაზრდა ქალს ამე­რი­კი­დან რუ­სეთ­ში გა­უ­კე­თეს დე­პორ­ტა­ცია.

imageფოტოზე: ანა ჩეპმენი


რა თქმა უნდა ამათ მხრიდანაც ვარდებოდნენ „თაფლის ხაფანგში“ . მაგალითად ანატოლი ფილატოვი ამერიკელებისთვის საინტერესო მაშინ გახდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ლაოსში თარჯიმნად მუშაობდა. მალევე ჯაშუშებმა დააგდინეს, რომ ანატოლი სექსუალურ ურთიერთობებში არ იყო მაინცდამაინც გაცნობიერებული და გადაწყვიტეს მისი გამოყენება. 1973 წელს ფილატოვი გაემგზავრა ალჟირში ГРУ-ს მაიორის წოდებით. ალჟირში ლამაზმანი სახელად ნადია დაინტერესდა რუსი მაიორით. აღმოჩნდა, რომ ნადიას ჰქონდა მასალები ეთნოგრაფიაზე, რომელიც საბჭოთა დაზვერვის ოფიცერს აინტერესებდა. მოგვიანებით, ახალგაზრდებს ინტიმური კავშირი ჰქონდათ, რის შემდეგაც გამოჩნდა აგენტი, რომელმაც ანატოლის და ნადიას ინტიმური ფოტოები აჩენა. ამის შემდეგ ფილატოვი იძულებული გახდა ცსს-ზე(CIA) ემუშავა.

image

image

ასევე იხილეთ


80 წლის წინ, 1941 წლის 18 ოქტომბერს იაპონიაში დააკავეს რიხარდ ზორგე, ბაქოში დაბადებული გერმანული წარმოშობის საბჭოთა ჯაშუში, რომელიც 1933 წლიდან დაკავებამდე აწვდიდა საბჭოთა მხარეს საიდუმლო მასალებს. რიხარდ ზორგემ, ცნობილი ფსევდონიმებით "რამზაი", "ინსორი" და "ზონტერი" და მისმა ჯგუფმა, რომელიც მოიცავდა 32 საიდუმლო აგენტს, საბჭოთა მხარეს უამრა...


შესაძლოა 1983 წლის 26 სექტემბერი ყოფილიყო მსოფლიო ისტორიაში არა მხოლოდ ყველაზე მძიმე თარიღი, არამედ რადიკალურად შეეცვალა სამყაროს მომავალი ცხოვრება, რომ არა საბჭოთა ოფიცრის საღი განსჯა და გაბედული გადაწყვეტილება, რამაც 38 წლის წინ მსოფლიო ბირთვული კატასტროფისგან იხსნა. 1983 წელს ცივი ომმა აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის პიკს მიაღწია, ერთი თ...


1945 წელს, პოტსდამის კონფერენციაზე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა აცნობა სტალინს ატომური ბომბის პირველი გამოცდის შესახებ. სინამდვილეში, სტალინმა ძალიან კარგად იცოდა ბირთვული პრობლემის შესახებ, ამიტომ პრაქტიკულად რეაგირება არ მოუხდენია ამ "სიახლეზე". ჯერ კიდევ 1941 წელს საბჭოთა დაზვერვის ოფიცრებმა მოსკოვს გაუგზავნეს ინფორმაცია, რომ ატ...


ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმა მაშინვე დაამტკიცა, რომ წამოსროლილ სიტყვებზე არავინ გამოეკიდებოდა .მოსწონდა ნიკიტას "მხურვალე" ემოციური მუქარის შემცველი გამოსვლები, რომელიც ხშირად იწვევდა პრობლემებს. 50-იანი წლების შუა ხანებში სსრკ ღიად უჭერდა მხარს ეგვიპტეს და პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერს, რომელმაც ქვეყანაში ძა...

0
744
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
744
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0