ადმინისტრაციული სითი პარკისგან "თავდაცვა". 2015, 24 აგვისტო, 13:28 ქალაქში ხშირია ავტომანქანის გადაყვანა სითი პარკის ავარიულ ავტოსადგომზე, რასაც
ხშირად "არასწორი" პარკირებით ხსნიან, ანუ ამბობენ, რომ ავტომობილი იდგა ამკრძალავი ნიშნის ქვეშ, ან ადგილზე სადაც არ არის სითი პარკის აღნიშვნა, რომ პარკირება ნებადართულია. 2015 წლის17 ივნისიდან ზემოაღნიშნულ კომპანიას აღარ აქვს ავტომობილის გადაყვანის უფლება, თუ ის არ ქმნის საცობს, არ აფერხებს მოძრაობას, ან არ ქმნის საავარიო სიტუაციას. 125-ს 8მუხლის თანახმად. ასე, რომ როდესაც მანქანა გადაჰყავთ, ან უკვე გადაყვანილია თქვენ ამ კანონის თანახმად
შეგიძლიათ გაასაჩივროთ მათი ქმედება მერიის სატრანსპორტო სამსახურში, რის შემდეგაც მოხდება ზეპირი განხილვა, სადაც ორივე მხარე აღწერს თუ რა სიტუაციაში მოხდა მანქანის გადაყვანა, ამის მერე მერიის სატრანსპორტო სამსახური განიხილავს ფაქტებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
რაც მთავარია ამისათვის არ არის საჭირო ადვოკატის დაქირავება და განცხადების შეტანაც სრულიად უფასოა, რისიც უმეტესად ეშინია მოქალაქეს და ეზარება ბრძოლა. სითი პარკი ამით სარგებლობს და ვისთანაც "გაუვა" მას ართმევს ფულს და უქმნის დისკომფორტს.
აქვე გაფრთხილების სახით დავწერ, რომ ეს კანონი არ იცავს, მათ ვისაც ზებრაზე ჰყავს გაჩერებული მანქანა, ან სპეციალურ პანდუსებთან, რომლებიც უნარშეზღუდულთათვის გაკეთდა, ასევე ფეხით სავალ ნაწილზე, სადაც ფეხით მოსიარულეს გავლა უჭირს. ასევე ნაწილი იმ წერილიდან, რომელშიც არის ნათქვამი თუ რატომ გავმართლდი და რომელი კანონის თანახმად სითი პარკის წინააღმდეგ. წარმატებას გისურვებთ, კანონის კანონობას და სამართლიანობის დაცვას. ასევე, როცა შეესწრებიტ ასეთ უკანონო ქმედებას, გთხოვთ თქვენიც, რომ არ იყოს ავტომობილი დაიცავით სხვა მძღოლის უფლება, გამოიძახეთ პატრული, განუმარტეთ მათ ახალი კანონი და შეეცადეთ აღკვეთოთ უკანონო ქმედება. ეს ტქვენი ვალია და წინ გადადგმული ნაბიჯი კანონის გაძლიერებისთვის. 122 6-ს მოსწონს
|