x
image
ბაჯაბაჯა
ქართველი გმირები : 9 ძმა ხერხეულიძე

image სამწუხაროდ თავისი დიდების და გმირობის მიუხედავად, 9 ძმა
ხერხეულიძის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი. ისინი 1625 წლის 1 ივლისს
დაიღუპნენ მარაბდის ბრძოლაში. ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი ვერ გაუმკლავდა გამოცდილ, ყიზილბაშ მებრძოლებს. ქართველები დაიბნენ, შედკრნენ, თანაც ამას დაემატა თეიმურაზ მუხრანბატონის გარდაცვალება ბრძოლის ველზე, რაც ომის წაგებას ნიშნავდა, მაგრამ ქართველები მაინც არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. ბრძოლის ველზე გარდაიცვალნენ დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი — რუსთველი და ხარჭაშნელი.
ქართულმა დროშამ 9 ძმის ხელში გადაინაცვლა, როდესაც ნაბოლარა ძმაც ჩაიმუხლა, დროშამათმა დამ აიღო ხელში, მისი გარდაცვალების შემდეგ კი გმირმა დედამ.
მიუხედავად ქართველთა შეუპოვარი გმირობისა, ბრძოლა, გვიან ღამით, მარცხით დასრულდა. ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები — რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი... საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.
ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველნი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი (ჩვ.წ აღ–ით 1625) ხსენების დღე 3 (16) აგვისტო.
9 ძმა გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე, სოფ. ძველი მარაბდის განაპირას წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად.


9
4807
12-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
4807
  
2016, 26 სექტემბერი, 12:27
სამწუხაროდ არ ვიცი, თორემ დავწერდი.
2016, 26 სექტემბერი, 1:44
რა ერქვა ცხრა ძმა ხერხეულიძის დედას?
2012, 31 აგვისტო, 12:57
ზალიან კარგია
2012, 31 აგვისტო, 12:51
გაიხარე :) ისტორიაზე საათები შემიძლია ვისაუბრო :)
2012, 31 აგვისტო, 12:24
დამატებითი ინფორმაციისა და ყურადღებისთვის :)
2012, 31 აგვისტო, 12:23
რისთვის? :) არაფრის
2012, 31 აგვისტო, 10:52
მადლობა
2012, 30 აგვისტო, 21:54
14 000 კაცი დახოცეს ქართველებმა მაშინ... მაგრამ წააგო საქართველომ სააკაძეს რო არ დაუჯერეს თუმცა მერე ხეობებში ხოცა მოურავმა ვინც გადარჩა ირანელი
2012, 1 აგვისტო, 12:34
შეაფასეთ რა თუ არ დაგეზარებათ.
0 1 9