x
image
ბაჯაბაჯა
მსოფლიო საოცრება: ჩინეთის დიდი კედელი

image კედლის მშენებლობა დაიწყო, ძვ.წ.აღ. III საუკუნეში, იმპერატორ ცინ ში-ხუანდის (ცინების დისტანცია) დროს, მებრძოლი სამეფოების პერიოდში. კედელს უნდა დაეცვა მოსახლეობა მტრის შემოსევებისგან. მის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა მოსახლეობის მეხუთედი ნაწილი, ანუ დაახლოებით მილიონი ადამიანი. ყველა განშტოების ჩათვლით კედლის სიგრძე 21 196 კილომეტრია, ცალკე კედელი კი კიდიდან კიდემდე 2500 კილომეტრი. კედელს უნდა დაეცვა ჩინეთის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი თავდასხმებისგან და ასევე იმისგან, რომ მის მორჩილებაში მყოფი მოსახლეობა არ გაქცეულიყო და თავისუფლად არ ეცხოვრა სხვა თავისუფლად ტომებთან . კედელს უნდა დაეფიქსირებინა ჩინეთის საზღვრებიდა გაეერთიანებია, ერტ იმპერიაში ახლად დაპყრობილი სამეფოები.

ხანის დინასტიის მმართველობის დროს ( 206ძვ.წ.აღ. - 220 ჩვ.წ.აღ.). კედელი გაფართოვდა დასავლეთით დუნხუანამდე. ასევე აშენდა დამცავი კოშკები სავაჭრო ქარავნების უსაფრთხო გადაადგილებისთვის. კედლის ის ნაწილი რომელიც დღემდე შემორჩა, ძირითადად აშენებულ იქნა მინ-ების დინასტიის დროს (1368-1644). ამ დინასტიის დროს კედელი გაგრძელდა დასავლეთით ყვითელი ზღვის ნაპირებამდე.

1644-1911 წლებში, ცინის დინასტიის მმართველობისას კედელი უყურდრებობას განიცდიდა და მისი დიდი ნაწილი ჩამოიშალა. მხოლოდ პატარა მონაკვეთი, პეკინის საზღვართან, იყო მოწესრიგებული, რადგან ის წარმოადგენდა ქალაქში შესასვლელს. 1899 წელს ამერიკულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილი იყო კედლის დანგრევა და მის ადგილას სამანქანო გზის გაყვანა.

1984წელს დენ სიაპონის ინიციათივით დაიწყო კედლის აღდგენის პროგრამა. იტყობინებიან რომ 70 კილომეტრიანი მონაკვეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, იმის გამო რომ მახლობელ ტერიტორიებზე მოსახლეობა დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით 1950წლიდან. 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის კედელი გაქრა, დარჩენილი ნაწილი კი ნელ-ნელა ინგრევა. მცირდება კედლის სიმაღლეც.


2010 წელს აღმოჩენილ იქნა კედლის დიდი ნაწილი, რომელიც დაკავშირებულ იქნა ხანის დინასტიის მართველობის პერიოდთან. 2012 წელს კი უილიამ ლინდსიმ კედლის სხვა ნაწილები აღმოაჩინა მონროლეთში.

image

2
6788
12-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
6788
  
2012, 31 ივლისი, 12:44
მადლობა
2012, 30 ივლისი, 16:41
აი ეს კარგი იყო,ძალიან სანტერესო და შემეცნებითი
0 1 2