სხვა მკურნალობის საზარელი მეთოდები და სამედიცინო ინვენტარი წარსულიდან 2015, 24 აგვისტო, 11:17 დღეს მედიცინა მნიშვნელოვნად განვითარდა, თუმცა სრულყოფილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. კაცობრიობა მთელი რიგი გადაუჭრელი პრობლემების წინაშე დგას, როგორიცაა, მაგალითად, იმუნო დეფიციტის სინდრომი და კიდევ სხვა ნაკლებად შესწავლილი დაავადებები. ნამდვილად ღირს იმის აღნიშვნაც, რომ თუ წარსულს გადავხედავთ, მკურნალობის მეთოდების უმრავლესობა მეტისმეტად მტკივნეულად და ჯანმრთელობისთვის არც თუ უსაფრთხოდ მოგვეჩვენება. სტატიაში რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ. ექიმ ლუის სეირას სქოლიოზის მკურნალობის მეთოდი ფსიქიატრიულ კლინიკებში პაციენტებს დასამშვიდებლად სველ პლედებში ახვევდნენ მედდას კოსტიუმი რენტგენის კაბინეტიდან, 1918 წელი რაქიტის თავიდან ასაცილებლად ბავშვები ზამთარში ხელოვნურ რუჯს იღებდნენ, 1925 წელი ექიმი კლარკის წელის აპარატის რეკლამა, 1876 წელი. ეს მოწყობილობა სიარულის საშუალებას აძლევდა პაციენტებს, რომელთაც წელი და ძვალ-სახსროვანი პრობლემები აწუხებდათ პირველი დეფიბრილატორი ფიზიოთერაპია, 1920 წელი ოპერაცია ანასთეზიის გარეშე. პაციენტებს ოპერაციის წინ ცოტაოდენ ეთერეს აძლევდნენ. ასეთი ფორმით იყენებდნენ იმ პერიოდში ნარკოზს, 1885 წელი ფეხმძიმე ქალის ანატომიური მოდელი. კუბოს ფორმის ფუტლიარი კი ახსენებდა, რომ ანატომიის შესწავლა მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანის სხეულის მეშვეობით შეიძლებოდა, 1680 წელი ევროპული სამშობიარო სავარძელი ინვალიდის ეტლი, 1915 წელი სამკურნალო რადიოაქტიური წყალი, 1928 წელი ფეხის პროტეზი, 1890 წელი ხელის მტევნის პროტეზი, 1800 წელი სამედიცინო ჰეროინი, რომელსაც კომპანია Bayer ყიდდა 1890-იან წლებში კოკაინის წვეთები კბილის ტკივილისთვის, რომელსაც კომპანია Lloyd ყიდდა 1890-იან წლებში ქილა წურბელებისთვის, 1800 წელი 471 7-ს მოსწონს
|