სხვა იტალიაში მეძავებს აიძულებენ უნიფორმა ჩაიცვან 2015, 21 აგვისტო, 11:15 იტალიის ქალაქ სპინო-დ'ადდაში გადაწყვიტეს რადიკალური ზომები მიიღონ გზებზე უსაფრთხო მოძრაობის ასამაღლებლად.ადგილობრივმა ხელისუფლება მეძავებს აიძულებს ჩაიცვან უნიფორმა, რომლებიც მილანი-კრემონას ტრასაზე მუშაობენ.მათ უნდა ატარონ შუქამრეკლი ჟილეტები, დაახლოებით ისეთი, როგორიც საგზაო მუშებს აქვთ, იუწყება Daily Mail-ი.
ამასთანავე ჩინოვნიკები ტრასის როსკიპებს უკრძალავენ ტოპების და მინი-ქვედაბოლების ჩაცმას იმისთვის, რომ არ შექმნან საავარიო სიტუაცია.გოგონებს ჟილეტები და შარვლები უნდა ეცვათ. ახალი კანონი სექტემბრიდან შევა ძალაში.ჯერჯერობით უცნობია თუ რა აზრის არიან ახალ კანონზე მეძავები, თუმცა ერთი რამ ცნობილია, კანონის დარღვევის შემთხვევაში მეძავი 500 ევროთი დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში პატიმრობა ემუქრებათ. ქალაქის ხელისუფლება, რომელიც მილანის სიახლოვესაა ტყუილად არ ამკაცრებს ზომებს.შემოდგომაზე მილანში გაიმართება გამოფენა "ექსპო-2015", ამიტომ ამ გზაზე გაივლის ათასობით მგზავრი მთელი ქვეყნის მასშტაბით.ამის გამო სექს-მუშაკების რაოდენობა, რომლებიც ქალაქში და მის შემოგარენში მუშაობენ 15 000-მდე გაიზარდა . აღსანიშნავია, რომ საროსკიპო სახლები, ბორდლები და სუტინიორობა იტალიაში ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან აიკრძალა, თუმცა კერძო სექს-მუშაკებს მუშაობის უფლება აქვთ. 177 7-ს მოსწონს 1-ს არა
|