x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბრძნული იგავები

სამი საცერი


ერთი კაცი მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა:

— იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა?

— მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე.

— სამ საცერში?


— ვიდრე რამეს იტყვი, ის სამჯერ უნდა გაცრა. ჯერ სიმართლის საცერში. დარწმუნებული ხარ, რომ ეს სიმართლეა?

— არა, მეც სხვისგან გავიგე.

— ე. ი. შენ არ იცი, ეს სიმართლეა თუ არა. მაშინ მეორე საცერში გაატარე — სიკეთის საცერში. შენ, ჩემს მეგობარზე, რამე კარგი უნდა მითხრა?

— არა, პირიქით.

— ესე იგი, — გააგრძელა სოკრატმა, — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თან დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ ეს სიმართლეა. მესამე საცერიც გამოვიყენოთ — სარგებლობის საცერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რის მოყოლასაც აპირებ?

— არა, ამის აუცილებლობა არ არის.

— ამრიგად, — დაასკვნა სოკრატმა, — იმაში, რისი თქმაც შენ გინდა, არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ რატომ უნდა მითხრა?
ბრძნული იგავები


იგავი ბედნიერებაზე: ქვის მთლელი


იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვის მთლელი. ის დაიღალა მზის გულზე, საშინელ სიცხეში მუშაობით და თავისთვის ჩაილაპარაკა:
— მე მომბეზრდა ასე ცხოვრება და ქვების თლა იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან არ დავეცემი... და კიდევ ეს მზე, რომელიც მუდმივად ანათებს! როგორ ძალიან მინდა მის ადგილზე ყოფნა! ვიცხოვრებდი მაღლა ცაში, ვიქნებოდი ყოვლისშემძლე, ცხელი, მთელს მსოფლიოს ჩემს სხივებს მოვფენდი! — ბოლო სიტყვის თქმა ვერ მოასწრო რომ საოცრება მოხდა: მისი ნატვრა ახდა და ქვის მთლელი მზედ გადაიქცა. ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ სურვილი შეუსრულდა და სიხარულით დაიწყო თავისი სხივების გაგზავნა სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ, მან შეამჩნია, რომ ღრუბლები, მის სხივებს გზას უღობავდნენ.
— რად მინდა მზე რომ ვიყო, თუ უბრალო ღრუბლებს შეუძლია ჩემს სხივებს გზა გადაუღობოს და არ გაუშვას? — წამოიძახა მან. — თუ ღრუბელი მზეზე ძლიერია, მირჩევნია ღრუბელი ვიყო! და ის ღრუბლად გადაიქცა. მან მთელ დედამიწას შემოუარა, მიფრინავდა და მიწას აწვიმდა, მაგრამ, უეცრად ქარი ამოვარდა და ღრუბლები გაფანტა.
— ჰო, ქარს, თურმე, ღრუბლების გაფანტვა შეძლებია, ესე იგი, ის უფრო ძლიარია, მე მინდა, რომ ვიყო ქარი! — გადაწყვიტა მან. და გახდა ქარი. და დაქროდა ის მთელს მსოფლიოში. ის აწყობდა ქარიშხლებს და ტაიფუნებს. მაგრამ, უეცრად შეამჩნია, რომ მას გზას კედელი უღობავდა. ძალიან მაღალი და ძალიან მტკიცე. ეს იყო მთა.
— რად მინდა ქარი რომ ვიყო, თუ უბრალო მთას შეუძლია რომ შემაჩეროს? ის ყველაზე ძლიერია! — თქვა ეს ჩვენმა გმირმა და მთად გადაიქცა. და უეცრად მან იგრძნო, რომ გვერდში რაღაც უკაკუნებდა. რაღაც, რაც მასზე უფრო ძლიერია. მას მისი ძირის გამოთხრა და დასამარება უნდა. და ეს იყო… პატარა ქვისმთლელი!

ბრძნული იგავები



იგავი: ბედნიერება


ღმერთმა თიხისგან ადამიანი გამოძერწა და გამოუყენებელი თიხის ნაწილი დარჩა. — კიდევ რა გამოგიძერწო? — ჰკითხა ღმერთმა.

— ბედნიერება გამომიძერწე, — სთხოვა ადამიანმა.

ღმერთმა არაფერი უპასუხა, და ადამიანს გამოუყენებელი თიხის ნაწილი ხელში ჩაუდო.

ბრძნული იგავები



იგავი თვითკონტროლისთვის: ორი მგელი


ოდესღაც, დიდი ხნის წინ, მოხუცმა ინდიელმა, თავის შვილიშვილს, ერთი ამბავი მოუყვა.

— ყოველ ადამიანში, ისეთივე ბრძოლა მიდის, როგორიც ორ მგელს შორის შეიძლება მოხდეს. ერთი მგელი - ბოროტებას, შურს, ეგოიზმს, ამბიციას, ტყუილს... წარმოადგენს. მეორე - მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, თავაზიანობას, ჭეშმარიტებას, სიკეთეს და ერთგულებას.

პატარა ნდიელს, ბაბუას სიტყვები, სულის სიღრმემდე ჩასწვდა. ცოტა ხნით დაფიქრდა

და შემდეგ ჰკითხა:

— ბოლოს რომელი მგელი იმარჯვებს?
მოხუცმა ინდიელმა გაიღიმა და უპასუხა:
— ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც კვებავ, ასაზრდოვებ.

ბრძნული იგავები



ხედი ფანჯრიდან


საავადმყოფოში, ორადგილიან პალატაში, ორი უიმედო პაციენტი იწვა. მათ ერთნაირი საწოლები და ერთნაირი პირობები ჰქონდათ... განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ერთ მათგანს შეეძლო ოთახის ერთადერთ ფანჯარაში ყურება, ხოლო მეორეს არა. სამაგიეროდ, მის გვერდით დახმარების გამოძახების ღილაკი იყო და ნებისმიერ დროს შეეძლო ექთნის გამოძახება. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა… ის, რომელიც ფანჯარასთან იწვა, თავის მეზობელს ყველაფერს უყვებოდა, რასაც გარეთ ხედავდა: რომ გარეთ წვიმა მოდიოდა, ფიფქი ცვიოდა ან მზე კაშკაშებდა, რომ ხეები ხან ნისლში იყო გახვეული, ხან მაქმანებით, ხანაც მწვანეთი შემოსილი, ხან წითლებში და ყვითლებში გამოწყობილი... რომ ქუჩაში ადამიანები დადიან, მანქანები მოძრაობენ… რომ იქ, მთელი სამყარო არის.
და აი ერთხელ, ისე მოხდა რომ, ის ავადმყოფი რომელიც ფანჯარასთან იწვა, ღამე ცუდად გახდა. მან მეზობელს სთხოვა, ექთანი გამოეძახებინა. მაგრამ მან, ეს რატომღაც არ გააკეთა. და ავადმყოფი, რომელიც ფანჯარაში იწვა, გარდაიცვალა.

მომდევნო დღეს, პალატაში სხვა ავადმყოფი მოიყვანეს, და ძველმა “მოსახლემ" ითხოვა, ფანჯარასთან მდგარ საწოლში გადასვლა, რადგან ისე მოხდა, რომ საწოლი გათავისუფლდა. მისი თხოვნა შეასრულეს და როგორც იქნა მან დაინახა... ფანჯარა ყრუ, ნაცრისფერ კედელს უყურებდა და მის გარდა, საერთოდ არაფერი ჩანდა.

ბრძნული იგავები



მწირი და ხანძარი


ერთი მწირი სოფელში მივიდა და მათხოვრობა დაიწყო. პირველად მან დახმარება ძუნწ ქალს სთხოვა — და მან მხოლოდ ძველი თავსაფარი მისცა. მეორემ არ დაინანა და მწირს ბევრი კარგი ნივთი მისცა. როგორც კი წავიდა ის მათგან, ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დაიწვა. მწირი სასწრაფოდ უკან დაბრუნდა და დაზარალებულს, რაც მათგან წაიღო, ყველაფერი უკან დაუბრუნა: ვინც მეტი მისცა, მას მეტი დაუბრუნა, ხოლო ძუნწს, მხოლოდ ძველი და დახეული თავსაფარი მისცა.

ბრძნული იგავები



იგავი ბედნიერებაზე: სამი და

ავსტრალიაში, “ცისფერი მთების" ნაციონალურ პარკში, არის მთა, რომლებსაც სამი მწვერვალი აქვს. მას ადგილობრივები “სამ დას" ეძახიან და ამ მთას, ერთი ულამაზესი ლეგენდა-იგავი უკავშირდება:

ერთი შამანი, თავის სამ დასთან ერთად, მიდიოდა, როდესაც გზაში, იმ დროში, ყველაზე ცნობილ მეომარს შეხვდა.

— მე მინდა, ცოლად მოვიყვანო ერთ-ერთი, ამ ულამაზესი გოგონებიდან, — თქვა მეომარმა.

— თუ ერთი მათგანი გათხოვდება, დანარჩენი ორი დაიტანჯება, — უპასუხა შამანმა. — მე ისეთ ტომს ვეძებ, რომელშიც მრავალცოლიანობა არის ნებადართული.

წლების მანძილზე, მათ შემოიარეს მთელი ავსტრალიის კონტინენტი და ასეთი ტომი ვერ აღმოაჩინეს.

— უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთ ჩვენგანი მაინც იქნებოდა ბედნიერი, — თქვა ერთმა დამ, როდესაც ისინი დაბერდნენ და სიარული აღარ შეეძლოთ.

— მე მართალი არ ვიყავი, — თქვა შამანმა. — მაგრამ ახლა, უკვე გვიან არის. და მან თავისი დები ქვის ლოდად გადააქცია, რომ ყველმ, ვინც მას გვერდით ჩაუვლის, შეიგნოს, რომ ერთი ადამიანის ბედნიერება, იმას არ ნიშნავს, რომ მეორე უბედური უნდა იყოს.

ბრძნული იგავები


1
3651
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3651
  
2015, 24 აგვისტო, 1:53
ბოლოს გარდა ყველა მომეწონა
0 1 1