სხვა ბრძნული იგავები 2015, 23 აგვისტო, 9:01 სამი საცერი ერთი კაცი მივიდა სოკრატესთან და ჰკითხა: — იცი, რა თქვა შენზე შენმა მეგობარმა? — მოიცადე, — გააჩერა ის სოკრატემ, — ჯერ ის რაც უნდა თქვა, სამ საცერში გაატარე. — სამ საცერში? — ვიდრე რამეს იტყვი, ის სამჯერ უნდა გაცრა. ჯერ სიმართლის საცერში. დარწმუნებული ხარ, რომ ეს სიმართლეა? — არა, მეც სხვისგან გავიგე. — ე. ი. შენ არ იცი, ეს სიმართლეა თუ არა. მაშინ მეორე საცერში გაატარე — სიკეთის საცერში. შენ, ჩემს მეგობარზე, რამე კარგი უნდა მითხრა? — არა, პირიქით. — ესე იგი, — გააგრძელა სოკრატმა, — შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თან დარწმუნებული არ ხარ იმაში, რომ ეს სიმართლეა. მესამე საცერიც გამოვიყენოთ — სარგებლობის საცერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რის მოყოლასაც აპირებ? — არა, ამის აუცილებლობა არ არის. — ამრიგად, — დაასკვნა სოკრატმა, — იმაში, რისი თქმაც შენ გინდა, არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ რატომ უნდა მითხრა?
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვის მთლელი. ის დაიღალა მზის გულზე, საშინელ სიცხეში მუშაობით და თავისთვის ჩაილაპარაკა: იგავი: ბედნიერება ღმერთმა თიხისგან ადამიანი გამოძერწა და გამოუყენებელი თიხის ნაწილი დარჩა. — კიდევ რა გამოგიძერწო? — ჰკითხა ღმერთმა. — ბედნიერება გამომიძერწე, — სთხოვა ადამიანმა. ღმერთმა არაფერი უპასუხა, და ადამიანს გამოუყენებელი თიხის ნაწილი ხელში ჩაუდო. იგავი თვითკონტროლისთვის: ორი მგელი ოდესღაც, დიდი ხნის წინ, მოხუცმა ინდიელმა, თავის შვილიშვილს, ერთი ამბავი მოუყვა. — ყოველ ადამიანში, ისეთივე ბრძოლა მიდის, როგორიც ორ მგელს შორის შეიძლება მოხდეს. ერთი მგელი - ბოროტებას, შურს, ეგოიზმს, ამბიციას, ტყუილს... წარმოადგენს. მეორე - მშვიდობას, სიყვარულს, იმედს, თავაზიანობას, ჭეშმარიტებას, სიკეთეს და ერთგულებას. პატარა ნდიელს, ბაბუას სიტყვები, სულის სიღრმემდე ჩასწვდა. ცოტა ხნით დაფიქრდა და შემდეგ ჰკითხა: — ბოლოს რომელი მგელი იმარჯვებს?მოხუცმა ინდიელმა გაიღიმა და უპასუხა: — ყოველთვის ის მგელი იმარჯვებს, რომელსაც კვებავ, ასაზრდოვებ. ხედი ფანჯრიდან საავადმყოფოში, ორადგილიან პალატაში, ორი უიმედო პაციენტი იწვა. მათ ერთნაირი საწოლები და ერთნაირი პირობები ჰქონდათ... განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ერთ მათგანს შეეძლო ოთახის ერთადერთ ფანჯარაში ყურება, ხოლო მეორეს არა. სამაგიეროდ, მის გვერდით დახმარების გამოძახების ღილაკი იყო და ნებისმიერ დროს შეეძლო ექთნის გამოძახება. დრო გადიოდა, წელიწადის დროები ერთმანეთს ცვლიდა… ის, რომელიც ფანჯარასთან იწვა, თავის მეზობელს ყველაფერს უყვებოდა, რასაც გარეთ ხედავდა: რომ გარეთ წვიმა მოდიოდა, ფიფქი ცვიოდა ან მზე კაშკაშებდა, რომ ხეები ხან ნისლში იყო გახვეული, ხან მაქმანებით, ხანაც მწვანეთი შემოსილი, ხან წითლებში და ყვითლებში გამოწყობილი... რომ ქუჩაში ადამიანები დადიან, მანქანები მოძრაობენ… რომ იქ, მთელი სამყარო არის. მომდევნო დღეს, პალატაში სხვა ავადმყოფი მოიყვანეს, და ძველმა “მოსახლემ" ითხოვა, ფანჯარასთან მდგარ საწოლში გადასვლა, რადგან ისე მოხდა, რომ საწოლი გათავისუფლდა. მისი თხოვნა შეასრულეს და როგორც იქნა მან დაინახა... ფანჯარა ყრუ, ნაცრისფერ კედელს უყურებდა და მის გარდა, საერთოდ არაფერი ჩანდა. მწირი და ხანძარი ერთი მწირი სოფელში მივიდა და მათხოვრობა დაიწყო. პირველად მან დახმარება ძუნწ ქალს სთხოვა — და მან მხოლოდ ძველი თავსაფარი მისცა. მეორემ არ დაინანა და მწირს ბევრი კარგი ნივთი მისცა. როგორც კი წავიდა ის მათგან, ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დაიწვა. მწირი სასწრაფოდ უკან დაბრუნდა და დაზარალებულს, რაც მათგან წაიღო, ყველაფერი უკან დაუბრუნა: ვინც მეტი მისცა, მას მეტი დაუბრუნა, ხოლო ძუნწს, მხოლოდ ძველი და დახეული თავსაფარი მისცა. იგავი ბედნიერებაზე: სამი და
ავსტრალიაში, “ცისფერი მთების" ნაციონალურ პარკში, არის მთა, რომლებსაც სამი მწვერვალი აქვს. მას ადგილობრივები “სამ დას" ეძახიან და ამ მთას, ერთი ულამაზესი ლეგენდა-იგავი უკავშირდება: ერთი შამანი, თავის სამ დასთან ერთად, მიდიოდა, როდესაც გზაში, იმ დროში, ყველაზე ცნობილ მეომარს შეხვდა. — მე მინდა, ცოლად მოვიყვანო ერთ-ერთი, ამ ულამაზესი გოგონებიდან, — თქვა მეომარმა. — თუ ერთი მათგანი გათხოვდება, დანარჩენი ორი დაიტანჯება, — უპასუხა შამანმა. — მე ისეთ ტომს ვეძებ, რომელშიც მრავალცოლიანობა არის ნებადართული. წლების მანძილზე, მათ შემოიარეს მთელი ავსტრალიის კონტინენტი და ასეთი ტომი ვერ აღმოაჩინეს. — უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთ ჩვენგანი მაინც იქნებოდა ბედნიერი, — თქვა ერთმა დამ, როდესაც ისინი დაბერდნენ და სიარული აღარ შეეძლოთ. — მე მართალი არ ვიყავი, — თქვა შამანმა. — მაგრამ ახლა, უკვე გვიან არის. და მან თავისი დები ქვის ლოდად გადააქცია, რომ ყველმ, ვინც მას გვერდით ჩაუვლის, შეიგნოს, რომ ერთი ადამიანის ბედნიერება, იმას არ ნიშნავს, რომ მეორე უბედური უნდა იყოს. 3707 5-ს მოსწონს
|