თავის მოვლა როგორ ავიცილოთ თავიდან ნაოჭები? 2015, 20 აგვისტო, 8:56 სახის კანის ქვეშ მოთავსებულია მიმიკური კუნთები, რომელიც სახეს გამომეტყველებასა
და სისხარტეს ანიჭებს.
ასაკთან ერთად სახის კანიც ბერდება: ირღვევა მისი ელასტიურობა და შრება (კარგავს ცხიმიანობასა და ტენიანობას), რის გამოც სახეზე ჩდება ნაოჭები.
ხშირად ნაოჭები ჩდება ბავშვობიდან ან ყმაწვილობის ასაკში, რაც გამოწვეულია სახის
კანის ძვლებისა და კუნთების აგებულების თავისებურებით, აგრეთვე ლაპარაკის და სიცილის დროს სახის კანის ზედეტად მანჭვისა და ზედმეტი მიმიკების მიღებით. ეს არის ე.წ მიმიკური ნაოჭები. მათი თავიდან აცილება შეიძლება, თუ თქვენს სახეს ყურადღებით შეისწავლით სარკეში. ![]() ![]() ერთ უმ, გაფრცქვნილ, წმინდად ჩახეხილ კარტოფილს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი, 1ს.კ, ახალი რძე და ნუშის ქატო, მიღებული მასა დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი. კანს ელასტიურობასა და სინაზეს ასევე კიტრის წვენი ანიჭებს, რომელიც კვებავს და ათეთრებს კანს, სპობს ნაოჭეს და ასუფთავებს ფორებს. 279 3-ს მოსწონს
|