x
image
Lerato
10 პროდუქტი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ
image


10 ადგილი – შვრია

ის ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას, სასარგებლოა კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას და პოზიტიურ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, არეგულირებს ნაწლავების ნორმლურ მუშაობას, ამიტომაც ძალიან კარგია ყაბზობის და დიარეის დროს.


9 ადგილი – ნიორი

ნიორი ამცირებს მავნე ნივთიერებების მოქმედებას ორგანიზმში, აფართოვებს სისხლძარღვებს, ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს გულის კუნთისა და ტვინის უჯრედების ფუნქციონირებას. ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს.


8 ადგილი – მწვანე ჩაი

თავისი ანტიოქსიდური უნარით, ერთი ფინჟანი მწვანე ჩაი ბოსტნეულის ერთი პორციის ექვივალენტია. მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომელიც ებრძვის სიმსივნურ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას.



7 ადგილი – ზღვის თევზი


image


ჩატარებული კვლევების თანახმად, ზღვის ცხიმიანი თევზის მიღება კვირაში 5-ჯერ, 54%-ით ამცირებს ინსულტის რისკს მასში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავებისა და ბეტა-კაროტინის წყალობით.


6 ადგილი – კაკაო

ძალიან დიდი ოდენობით შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს. ეს ნივთიერება კაკაოს მარცვლებში უფრო მეტია, ვიდრე მწვანე ჩაიში. კაკაოს შემცველი პროდუქტის ხშირი გამოყენება ამცირებს სიმსივნური დაავადებების, კუჭის წყლულის, პოლინოზის ანუ თივის ცხელების (ალერგია მცენარეთა მტვრის მიმართ) განვითარების ალბათობას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.


5 ადგილი – ხორბლის ჩანასახი

image


ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო კვების პროდუქტი. ორგანიზმს წმენდს შლაკებისა და ტოქსინებისგან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის ნორმალიზებას ახდენს. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.


4 ადგილი – ვაშლი

image


ვაშლი შეიცავს პექტინს, ისეთ ანტიოქსიდანტებს როგორებიცაა ფლავონოიდები და პოლიფენოლები, რკინას, მგნიუმს, კალიუმს, იოდს... მისი რეგულარული მიღება (განსაკუთრებით უზმოზზე ჭამამდე ნახევარი საათით ადრე) ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობასა და ორგანიზმის გაწმენდას; ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკებს.


3 ადგილი – ყურძენი


შავ ყურძენში (რაც უფრო შავია, მით უკეთესი), უპირველეს ყოვლისა კანსა და კურკაში, ძალიან დიდი რაოდენობითაა რესვერატროლი – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც E ვიტამინზე ათჯერ უფრო ძლიერ მოქმედებს.

2 ადგილი – პომიდორი


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი არის ლიკოპინი. პომიდორი ამ ნივთიერებას ყველაზე დიდი ოდენობით შეიცავს. ის გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, აჩქარებს უჯრედების განახლებას, ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს.

1 ადგილი – მოცვი

image


მოცვი – ანტოციანიდინების ყველაზე მდიდარი წყარო, ყველა არსებული ბუნებრივი ანტიოქსიდანტებიდან ყველაზე ძლიერი. ის არა მხოლოდ მხედველობას აუმჯობესებს, ასევე ორგანიზმის ბევრ ფუნქციას აღადგენს და სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს ორგანიზმის დაბერების პროცესს. უმჯობესდება უჯრედული მემბრანების გამტარობის უნარი და ორგანიზმში ანთებითი პროცესების დონე კლებულობს. დადებითი ეფექტი აქვს ნერვიული იმპულსების გადაცემაზე, რაც თავი მხრივ ხელს უშლის პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადებების განვითარებას. ამასთან, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას.





0
614
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0