კულტურა ყველაზე საშიში ადგილები ჩვენს პლანეტაზე (II ნაწილი) 2015, 18 აგვისტო, 11:19 ამ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოს იმ ადგილებს, სადაც სამოგზაუროდ ძალიან ძლიერი გამბედაობაა საჭირო. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ აუცილებლად ადრენალინის შეგრძნება დაგეუფლებათ! 1. ვეფხვის ბუდის მონასტერი ბუტანში ბუტანში მდებარე პაროს ხეობის 1000 მეტრის სიმაღლეზე აშენებული ვეფხვის ბუდის მონასტერი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. ლეგენდის თანახმად, გურუ რიპონჩემ, (რომელიც ცნობილი იყო, როგორც მეორე ბუდა), ვეფხვი კისერზე მოიგდო და ასე აფრინდა მთის მწვერვალზე. მწვერვალზე ასვლის შედეგად მან განიცადა რვანაირი მედიტაცია, მედიტაციების შედეგად ის იცვლიდა მალ მალე სახეს რვანაირად! 2. ჯოჯოხეთის კარიბჭე, თურქმენეთი თურქმენეთის, დერვიზის ყარაყუმის უდაბნოში მდებარე კრატერი უკვე 43 წელია შეუჩერებლად და უცნაურად იწვის. ამ ადგილს, ამ თვისებიდან გამომდინარე ჯოჯოხეთის კარიბჭეს უწოდებენ. 3. მოჰერის კლდეები ირლანდიაში ირალანდიაში მდებარე მოჰერის კლდეები აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ყველაზე საშიში საველოსიპედო პარკური. 4. Qinling-ის მთის საფეხმავლო ბილიკი ჩინეთში ჩინეთში, შანხაის პროვინციაში მდებარე ეს უსაშინლესი მთის საფეხმავლო ბილიკი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ადგილად არის მიჩნეული. ეს მთა არის დაოიზმის ერთ-ერთი წმინდა მთა, სადაც მოგზაურობისას გზაში რამოდენიმე მონასტერი ან სალოცავი შეგხვდებათ. 5. ქალაქი ჰერათი ავღანეთში გამოკვლელვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავღანეთში ნარკომომხმარებლების რაოდენობა 1 600 000-ს გადააჭარბა, რაც მას ნიშნავს, რომ ქვეყნის 5, 3% ნარკოტიკების მომხმარებელია. ამ გამოკვლევების შედეგად ქვეყანა, მსოფლიოს ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის მოხვდა. ქვეყნის ძირითად ნარკომომხმარებლებს ზუსტად ჰერათში ნახავთ. 6. საკურაჯიმას ვულკანი იაპონიაში იაპონაში მდებარე საკურაჯიმას ვულკანი დღემდე აქტიურია. დაახლოებით 5კმ კვადრატის მანძილზე ისევ არის მტვრის ღრუბელი. 2013წელს 50 ჯერ გააქტიურებულმა ვულკანმა ადგილობრივები ძალიან დააფრთხო. 7. კრისტალების მაღარო მექსიკაში მექსიკაში მდებარე კრისტალების მაღარო დაკავშირებულია ნაიკას მაღაროებთან. დაახლოებით 300 მეტრით დაბლა აღმოჩენილი მაღაროს სიგრძე არის 12მ, ხოლო სიგანე 4მ. როგორც ცნობილია თითოეული სელენიტის კრისტალი 4 ტონამდეა. 8. კალაპანას ვულკანური ზონა ჰავაიში. როგორც ფოტოზე ხედავთ ამ საშიშ ტერიტორიაზე ცოლ-ქმარმა ფოტოებიც კი გადაიღეს. 9. ეტნას ვულკანი სიცილიაში, იტალია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ვულკანი, სადაც აქტიურობა საერთოდ არ ჩერდება. 2013 წლის 16 ნოემბერს დაწყებული ლავის აღმოფხვრა გაგრძელდა 2013 წლის 28 ნოემბრამდე. 10. სერენგეტის ეროვნული პარკი ტანზანიაში ტანზანიაში მდებარე სერენგეტს ეროვნული პარკი გაშლილია 14 763 კილომეტრ კვადრატზე. ეს არის, ის ადგილი, სადაც ველური ბუნების წესები დღემდე აქტიურია. 11. ტროლტუნგას რიფები ნორვეგიაში ნორვეგიის ქალაქ ოდდ-ში მდებარე 700 მეტრის სიმაღლის ტროლტუნგას რიფები ნამდვილად საოცარი სანახავია, ასევე საშიშიც. 12. ბეგანის ტერიტორია მიანმარში ამ ტერიტორიაზე მდებარეობს 1000-მდე ანტიკური ტარაძარი. ბეგანი როგორც ძველი ქალაქი, ადრეულ პერიოდში იყო ბურმას დედაქალაქი, ახლანდელი მიანმარის. 13. Hang Son Doong ვიეტნამში ვიეტნამში მდებარე მსოფლიოს უდიდესი მაღარო, პირველად 1991 წელს აღმოაჩინეს. მაღარო არის ძალიან ღრმა აქ შესაძლებელია რამოდენიმე ცატამბჯენის დატევა. მაღაროს ერთიანობას და სიდედეს წარმოადგენს 150 შეერთებული მაღაროს ერთობა. 14. მეფე არაგონის კიბეები, კუნძულ კორსიკაზე ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე საფრანგეთის კუთვნილი, კორსიკის კუნძულზე მდებარე მითიური ისტორიის ადგილი მსოფლიოს ყველაზე საშიშ ადგილებს შორისაა მიჩნეული. მითის თანახმად შუა საუკუნეებში ეს კიბეები მეფე არაგონისთვის იყო დამზადებული. დასასრული! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 892 13-ს მოსწონს
|